ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს პოლონეთის სამეცნიერო გამომცემლობამ ვარშავაში შალვა იასონის ძე ამირანაშვილის „ქართული ხელოვნება“ გამოსცა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკა გიორგი შარაშიძის სახელობის გახდებოდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის 18 აგვისტოს პოლონეთში ჩასულმა გიორგი ლეონიძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ურჩია, ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებიდან – დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, ვასილ ბარნოვის „ისნის ცისკარი“, ნიკო ლორთქიფანიძის „მრისხანე ბატონი“, დავით კლდიაშვილის „მიქელა“, ლეო ქიაჩელის „მთის კაცი“ და ა. შ. – რამდენიმე ეთარგმნა.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს მარიამ ყაუხჩიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს აკაკი წერეთლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტის დაწერა და ქუთაისში გამართულ საღამოზე სკოლის სახელით წაკითხვა დაავალა.

1981

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1981 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი სან-ფრანცისკოში, ტერა ვისტას №145-ში, ცხოვრობდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის თხზულება „ჩემი მოგონებანი“ გამოიცა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის „ჩემი მოგონებანი“ პარიზში არ დაბეჭდეს, რადგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. წიგნი ისრაელში ხელის მანქანაზე დაიბეჭდა და შემდეგ ავტორმა სან-ფრანცისკოში გაამრავლა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს გამოცემულ წიგნში „ჩემი მოგონებანი“ ალექსანდრე სულხანიშვილი აღწერს, როგორ გადაიყვანა ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან ჩეჩნეთში და ალი მიტაევს შეახვედრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამბოხების დროს ჩეჩნები რუსეთიდან ჯარს არ შემოუშვებდნენ.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ საქართველოში მოინახულა ყვარელი, გურჯაანი, თბილისი, ანანური, მცხეთა, ქუთაისი, ბათუმი, წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 23 მარტს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სან-ფრანცისკოდან პოზნანში მისწერა, რომ ძალიან მალე მისი მოგონებები წიგნად დაიბეჭდებოდა და ერთ ეგზემპლარს მასაც გაუგზავნიდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ უკვე 3-ჯერ იყო საქართველოში, რომ ამაში მას დეიდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ეხმარებოდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ალექსანდრე ზაქარიაძის ვაჟი და მეუღლე ცოცხლები აღარ იყვნენ.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ საქართველოდან იღებდა „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 1975 წლის 15 სექტემბერს, 2-კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ივანე ნანუაშვილი გარდაიცვალა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ გოგი ჯავახიშვილი და მისი ქალიშვილი, რომელიც ივანე ნანუაშვილის მემკვიდრე იყო, ნანუაშვილის დაკრძალვაზეც არ ჩავიდნენ, რადგან ევროპაში მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ.

1981

ტიპი: ღონისძიება

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ივანე ნანუაშვილის წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ დაინტერესებულმა პირებმა გაყიდვიდან ამოიღეს.

1981

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „ალაზნის ნაპირიდან“ ზაქათალაში მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ.

1981

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „კიდევ ტყიბულას თაობაზე“ ტყიბულის ქვანახშირის საბადოს შესახებ.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სწერდა, რომ ვარშავიდან 25 კილომეტრში ცხოვრობდა, ჰქონდა პატარა ეზოიანი სახლი, ხეხილი, ჰყავდა 12 თვალი ფუტკარი, ქათმები და ზაფხულობით ბოსტანში მუშაობდა.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თავის შესაქცევად ხშირად ხატავდა სამშობლოს, მაგრამ პოლონეთში ზეთოვანი საღებავების შეძენა უჭირდა, არ იშოვებოდა.

1982

ტიპი: ავტორობა

1982 წლის 12 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ თუ საქართველოდან მიღებულ გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს დაკვირვებით წაიკითხავდა კაცი, სწორი წარმოდგენა შეექმნებოდა იქაურ ცხოვრებასა და ვითარებაზე.