ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის კარიერაში კრიტიკული პერიოდი შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ან ძალიან მალე დასრულებულიყო, თავად თავდაუზოგავი შრომისა და ოპტიმიზმის შენარჩუნების გარდა არაფერი შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო აღარ რჩებოდა. იმდენი რამ იჩენდა თავს, ვერც კი აღწერდა, მაგრამ როგორმე გადაურჩებოდა რთულ დღეებს. მზის სინათლე ცხოვრებას უმარტივებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვალერიან შალიკაშვილი იყო მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: შალვა სანიკიძე, ევგენია ზახარინი, სერგო იურევსკი, ვასილ არუთინოვი, მელიტონ დგებუაძე, ნესტორ იმნაიშვილი, რუბენ დანელიანი, სურენ ასრატიანი, ტიგრან მელიქ-აბრამიანი, პეტრე ქაშაკაშვილი, ე. გროსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო პალატის და თბილისის ოლქის სასამართლოს საპროკურორო ზედამხედველობის წევრებმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის მისიის უფროსი, გენერალი ნონანკური, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, პოლკოვნიკი სტოკსი, საბერძნეთის რწმუნებულის წარმომადგენელი და ინგუშთა დელეგაცია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფოთსა და ქუთაისში ღვინით მოვაჭრეთათვის სააქციზო გადასახადის შემცირების თაობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 10 იანვარს, 21 საათზე ქართული კლუბის თეატრში გაიმართებოდა ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავას საოჯახო საღამო, სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა ფარსს და კონცერტს, მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზალიპსკი, ისეცკი, ილჩენკო და სხვა. ბოშათა რომანსებს წარმოადგენდა ანა ორლოვა, დეკლამაციას – სატინა, მოთხრობებს – იბ. ნიროვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობი ეფემია მესხი მძიმედ ავად გახდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებოდა.