რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 იანვარს თბილისში შავი ქვის მრეწველი ილარიონ დავითის ძე ბერიძე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ავტორობა
ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.
1920
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის კრება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ნაციონალისტების ფრაქციის წარმომადგენელი გრიგოლ ვეშაპელი (გიორგი გვაზავას შემდეგ) სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის წარმომადგენელი სამსონ ფირცხალავა აკაკი ჩხენკელის შემდეგ სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე ვრცლად ისაუბრა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპისა და მისი განსვენებული დის, მარჯორი უორდროპის საქართველოს სასარგებლოდ მოღვაწეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე აღნიშნა ხალხთა შორის ლიგის მნიშვნელობა, ევროპის მუშათა კლასის მეთაურები და მათ შორის ჰენდერსონი, რომელთაც დახმარება გაუწიეს საქართველოს საკითხის პოპულარიზაციაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე წინადადება მისცა მთავრობას, რომ შესაბამისი დეპეშები გაეგზავნათ საზავო კონფერენციის თავმჯდომარისათვის და ლორდ კერზონისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს აკაკი ჩხენკელმა სიტყვა წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე. მან დამფუძნებელ კრებას, მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და აღნიშნა მისი საღი და ფრთხილი პოლიტიკა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა გახსნა თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ.