ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41380

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი მიხეილ ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და ფილიპე მახარაძე.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის ივნისში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლ. ბერიამ ტფილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 23 ივნისს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ამორალური ქმედებების გამო აბელ ენუქიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 3 აგვისტოს გოგი ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს აბასთუმნიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა და ჰკითხა, რა უთხრა ექიმმა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში წერილით შეატყობინა შვილის, დავით შარაშიძის ავადმყოფობის ამბავი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 20 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ნინოს შვილის, დავით შარაშიძის ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის დეკემბერში პარიზში, ემიგრაციაში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი დავით გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს მთავლიტის რწმუნებულებს გაზეთ „კომუნისტთან“, წერეთელსა და პატარაიას, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, საქართველოს მთავლიტის უფროსს, არჩილ გერმანეს ძე რუხაძეს, კი შენიშვნა მისცეს, რადგან უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტების ბეჭდვა ცუდად მოწმდებოდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს შვილის, დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-37 წლებში რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით ქრისტინე შარაშიძეს დაევალა რუსთაველის ბიბლიოგრაფიის შედგენა. ამ ბიბლიოგრაფიის ერთი პირი მოსკოვში ლენინის სახელობის საკავირო საჯარო ბიბილიოთეკის ქართულ განყოფილებაში გაიგზავნა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე ტუსენ-შარაშიძეს თბილისიდან საფრანგეთში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ დავით შარაშიძის გარდაცვალებას დედას არ უმხელდნენ, ასევე სთხოვა მოეწერა დავითის ავადმყოფობის ისტორია.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა დედას, რომელშიც წერდა მამის საფლავის მოვლისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ხუთჯერ გაგზავნა ამანათი საფანგეთში.