რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრას და სოხუმის ოლქს ესაჭიროებოდა 6 სასამართლოს გამომძიებელი. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებს ესაჭიროებოდათ 14 მომრიგებელი მოსამართლე. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დაიხურა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობა, დახურვის წინ ყრილობამ აირჩია საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: შაქრო ბეგიაშვილი, შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, ალექსანდრე კუჩენბახი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ვ. ათანაშვილი, ალექსანდრე აბაშიძე, გ. ედიშერიძე, ვ. ბაკურაძე, გ. ქუმსიშვილი (კარატიელ?), ლ. ლიქოკელი, კ. სვიმონიშვილი, ტამელინი, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი, მოლა-ყარა-მუსა-ოღლი, ავარამაზ მემედ ალიოზ-ოღლი, შ. ღვინიაშვილი, ჰაჯი-ყერამინ-აჯი ვალი ოღლი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახლი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგებლობაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ დააზღვია 30 000 მანეთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სოფელ ენისელში მასწავლებელ ლევან ხოსროშვილს თავს დაესხნენ ყაჩაღები.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს თბილისში, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, გაიხსნა საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა ყრილობა სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილებიდან ვასილ ამბაკოს ძე ზაქარეიშვილმა მთავარგამგეობას შეატყობინა, რომ რევოლუციის შემდეგ განყოფილების სამკითხველო სრულიად უმოქმედოდ იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა მისი შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ეთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ვიზიტისას გამართულ ბანკეტზე მევიოლინე ბრეტანიცკის შესრულება, ბეთჰოვენის სონატის ჩათვლით, საუკეთესო იყო ყველა იმ შესრულებას შორის, რაც კი ოდესმე მოუსმენია.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „შვილდოსანში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ფრანგ პოეტს“, პაოლო იაშვილის „ალი არსენიშვილს“, ვალერიან გაფრინდაშვილის „საფერფლე“, ტიციან ტაბიძის „ღვდელი და მალარია“, „დაისიული სებასტიანე“, კოლაუ ნადირაძის „საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან“, „ქართული პოეზია“, რაჟდენ გვეტაძის „ყვავები სასაფლაოზე“, შალვა აფხაიძის მინიატურა და „ლიტერატურული პროფილები“, დია ჩიანელის მინიატურა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილემ, ალექსანდრე ლომთათიძემ ინგლისის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯეიმს ვილიამ ლოუზერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო მადლობის დეპეშა გაუგზავნა.