ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41587

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი ბებიას და ბაბუას და მიულოცა მეხუთე შვილიშვილის, დავითის შვილის დაბადება.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ძალიან გაოცდა, რადგან მიიღო ბებიას წერილი 1929 წლის 23 ივნისით დათარიღებული, არადა მასში ბოლო ორი დღის ამბები ეწერა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ არჩილ მიქაძეს გაგრიდან მისწერა, რომ ის გიორგი ყურულაშვილთან ერთად იმყოფებოდა ვლადიმერ მაიაკოვსკის დაკრძალვაზე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ ძალიან განიცდიდა მაიაკოვსკის თვითმკვლელობის ამბავს.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ სანდრო შანშიაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ მოსკოვში რუსთაველის თეატრის გასტროლს დიდი წარმატებით ჩაუვლია და მაყურებელს განსაკუთრებით მოსწონებია სპექტაკლი „ანზორი“.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 17 აპრილს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა ნინო ქიქოძეს და სთხოვა, ქრისტინე შარაშიძისთვის გადაეცა, რომ მისთვის გაეგზავნა ზურაბ ავალიშვილის წიგნი ქართული ენის შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებს სწერდა, რომ 88 სალექსიკონო სიტყვის მიღებისთანავე აცნობა მათ ღია წერილით, ორი დღის წინ კიდევ მიიღო მამისაგან სიმღერა–გალობის ტერმინები და სხვა საინტერესო მასალა. სანამ არნოლდ ჩიქობავა საბოლოოდ არ შეამოწმებდა, სიტყვების რაოდენობა ვერ გაირკვეოდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში მშობლებს მისწერა, რომ მასთან წინა დღეს არნოლდ ჩიქობავა მივიდა ლექსიკონთან დაკავშირებით.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის მაისში დავით შარაშიძის ვაჟი, გიორგი (გოგი) შარაშიძე ყვავილზე აცრეს.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის გამგეს მისწერა, რომ კარგი იქნებიდა, ალექსანდრე გრიბოედოვის მუზეუმის მსგავსად, მთაწმინდის პანთეონის მახლობლად გახსნილიყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვასო აბაშიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ცაგარელის მუზეუმებიც.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ სანდრო შანშიაშვილთან ერთად გაეცნო მის მოგონებებს, რომელიც მათ ვუკოლ ბერიძემ გადასცა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 24 ივნისს დავით შარაშიძემ ლევილიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის მეუღლეს, ელენე ტუსენ-შარაშიძეს მეორე მცირე ოპერაციაც დასჭირდა.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთიდან დავით შარაშიძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს წერილით გადაუხადა მადლობა გაგზავნილი წიგნებისთვის და გრიგოლ გიორგაძის ორი წიგნი სთხოვა: საქართველოში ფეოდალიზმის შესახებ და „თვითმყოფადობა და რევოლუცია“.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ თბილისის სამეურნეო შტაბის გადაწყვეტილებით სარეიდო ბრიგადებს უხელმძღვანელებდნენ მწერლები - დემნა შენგელაია, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და მხატვრები - იაკობ ნიკოლაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ აბელ ენუქიძისთვის ეთხოვა დახმარება სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებაში.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრებაზე მიმავალი ნოე რამიშვილი ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მიიღო მათი დაზღვეული და დაუზღვეველი წერილები და მამას მასალაც.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 30 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის საკითხებს ამუშავებდა და ცდილობდა, საქართველოში ლობიოს კულტურის გავრცელების დრო და გზები გაერკვია.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს ნინო ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს დახურული წერილი გაუგზავნა შალვა შარაშიძის მისამართზე.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.