ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დელეგაცია მიიღო და ცალკეულ სტუმრებსაც უმასპინძლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან სურდა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა, მაგრამ ვერაფერს დაჰპირდებოდა, რადგან არამდგრადი იყო ირგვლივ არსებული სიტუაცია.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან უჭირდა მისგან შორს ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ მისგან გამოგზავნილი 23 დეკემბრით დათარიღებული წერილი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. ასევე, მოუთმენლად ელოდებოდა ბარათს შობის ამბებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისთან შედარებით ერევანში უფრო ციოდა. გრეისი სახლს კარგად ათბობდა და მშვენივრად ზრუნავდა მასზე. თავს კარგად გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ შუადღემდე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. ნაშუადღევს კი – მინისტრებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მეგობრად მიიჩნევდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მის პატივსაცემად გამართული ბანკეტი მშვენიერი გამოვიდა, მასპინძლებმა მისი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინა მისიის შენობასთან მისულმა ხალხმა და ორკესტრმა. ისინი მის გამოჩენას ელოდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპი შეხვდა ალექსანდროპოლის უნივერსიტეტის რექტორ გამბოროვს. შეხვედრას რამდენიმე პორფესორიც დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 30 იანვარს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენლების დელეგაცია მიემგზავრებოდა უკან; ვისაც სურდა წერილების მიწოდება ციმბირში, მანჯურიაში, ჩინეთსა და იაპონიაში მცხოვრები ახლობლებისთვის, უნდა მიემართათ დელეგატ დავით ივანეს ძე როსტომაშვილისთვის მისამართზე თუმანოვის შესახვევი N 24 ან დელეგატ ერმილე სიმონის ძე ხავთასისთვის, რუსთაველის ქუჩა N 1.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა გრიგოლ ვეშაპელმა დასვა შეკითხვა აფხაზეთში მისი მოქალაქეობის უფლების დარღვევის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვაზე აფხაზეთში მოქალაქეობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ მოითხოვა ერთი კვირის ვადა დაწვრილებითი მოხსენებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვას აფხაზეთში მოქალაქეობის შესახებ უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ და აღნიშნა, რომ სოხუმის ერთ-ერთ კერძო და არაოფიციალურ გაზეთში მოქალაქეობის კანონი გვიან გამოქვეყნდა, მაგრამ მთავრობა ამაში უფლების დარღვევას ვერ ხედავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვაზე აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის შესახებ მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძემ მოითხოვა ერთი კვირის ვადა დასაბუთებული პასუხისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვას აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის შესახებ უპასუხა მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძემ, რომ მთავრობას ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, გრიგოლ ვეშაპელმა დასვა შეკითხვა აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის უწესრიგოდ განხორციელების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიმონ მდივანი კითხულობდა მოხსენებას 800 მილიონი მანეთის ემისიის დეკრეტის შესახებ.