ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41827

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორის მისწერა, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ის ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის, სთხოვს ჟურნალ-გაზეთების გადაგზავნას. სწერს, რომ „ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს დომინიკანის რესპუბლიკის ელჩ ლ. ვასკესს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო სასტუმროში სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 27 თებერვალს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 13 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტს, გენერალ პაუსს, რომ იგი დაეხმარება საზღვაო და სახმელეთო ჯარების ჯარისკაცების დაკრძალვის მსახურებაზე, რომელიც გაიმართება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 21 თებერვალს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 თებერვალს აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის ჩილეს მინისტრს ჩილეს შესახებ ფილმის პრეზენტაციაზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 16 თებერვალს ფოლის ვაგრამ-ის თეატრში. ამცნობს, რომ სიამოვნებით დაესწრება ჩვენებას.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 6 მარტს, 19 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 23 მარტს აკაკი ჩხენკელი უგზავნის სამძიმრის წერილს საფრანგეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს მარშალ ფოშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 მარტს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 31 მარტს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 29 მარტს საქართველოს მინისრტი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს ჩინეთის ელჩ ლ. კაოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 7 აპრილს დღის 12 საათზე დანიშნული იყო პედაგოგიური ფაკულტეტის საჯარო სხდომა, რომელსაც ქრისტინე შარაშიძე უნდა დასწრებოდა. ბილეთს ხელი მოაწერა პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანმა ს. ყაუხჩიშვილმა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 13 აპრილს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ ჟენევაში გამგზავრების გამო, საქმეების მართვა გადასცა დელეგაციის პირველ მდივან სოსიპატრე ასათიანს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის მაისში მიშა ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა სერგი მაკალათიასთვის გაეხსენებინა მისი ექსპედიციაში გაგზავნის შესახებ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 27 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის შეტყობინების ბარათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს პარიზში საქართველოს მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და მისმა მეუღლემ მადლობის ბარათი გაუგზავნეს რექტორს, პარიზის უნივერსიტეტების საბჭოს პრეზიდენტსა და სებასტიენ შარლეტის, სორბონაში საღამოს გასატარებლად მიწვევისთვის, რომელიც უნდა გამართულიყო 1-ლ ივნისს, 9 სთ. 30 წთ-ზე. ჩხენკელი დიდი სიამოვნებით დაესწრება, ხოლო მეუღლე ვერ დაესწრებაო, ნათქვამია ბარათში.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს სიამის ელჩს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს შესთავაზა, გიორგი შარაშიძის სალექსიკონო მასალა (1 600 სიტყვა) ენათმეცნიერების საზოგადოებას მოეწესრიგებინა და გამოეცა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 10 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ გურული ლექსიკონის თაობაზე ვუკოლ ბერიძეს დაელაპარაკებოდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა, რომ ცოტა ხნის წინ იყო ვუკოლ ბერიძესთან და ისიც ძალიან დაინტერესდა გიორგის ნამუშევრით.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 24 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს მისწერა ვუკოლ ბერიძის მოსაზრება, რომ გურია ენობრივი თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელი იყო და შეატყობინა, რომ მან გიორგი შარაშიძის მასალა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ბიბლიოთეკა საკუთარი ინვენტარითა და ცალკე კატალოგით საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 21 ოქტომბერს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქარველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ სტამბაში დასაბეჭდად წაიღო თავისი ნაშრომი, რომელიც შემდეგ გერმანულადაც გამოვიდოდა.