რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბათუმში ბრიტანული ჯარის შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ნაწილი საქართველოდან უკვე წასული იყო. უხაროდა, რომ სამშობლოში აფასებდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მას სრული ნდობა გამოუცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, კირილე ნინიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი და ილია ფირცხალაიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგედოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს დაავალეს, მოლაპარაკებოდა გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევ ტყვარჩელის მადნებზე მოდავე ჯგუფს, რომ მადნების დამუშავებიდან მიღებული სარგებელის 20% საზოგადოებისთვის მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ლონდონიდან 23 იანვრის გაზეთი მიიღო. იგი მოხარული იყო, რომ ინგლისი საქართველოსა და მთელი რეგიონის მიმართ ინტერესს იჩენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბოლშევიკები პერიოდულად უტევდნენ იატაკქვეშა გამოცემების მეშვეობით.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მატო ბახვას ასული გაბუნია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას მეუღლე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სენაკში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ლუკას ძე ხოფერია გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადარმა, ნოე ნადარეიშვილმა მთავარ გამგეობას 1919-1920 წლების ანგარიშები გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ღამის 3 საათზე თბილისში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედაქალაქში შენობებს ბზარები გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გორში კი სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე ლიხაურის თემის საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გაუქმება გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აწყურის სკოლის შეტყობინება სწავლის დაწყების შესახებ. სკოლის 100-მდე მოსწავლისთვის საჭირო იყო სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება, „დედა ენის“ პირველი ნაწილის დასურათების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, კომისიას გამგეობისთვის დასრულებული მოთხრობების სია და „დედა ენის“ პირველი ნაწილი უნდა წარედგინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი 500 მანეთამდე გაუზარდა და რადგან საზიარო მსახურები ჰყავდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც სთხოვა 1-ლი თებერვლიდან მათთვის ხელფასის მომატება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხელფასებზე თვიურად 46 000 მანეთი იხარჯებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მოსამსახურეებისთვის ჯამაგირის მომატების საკითხი. განხილვა გადაიდო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იტალიელი ვაჭრის წინადადება საკითხავი წიგნების ნაღდი ფულით შეძენის შესახებ. მისი ჩამოტანილი წიგნებიდან თითოს შეძენა საზოგადოებას 20 000 მანეთამდე დაუჯდებოდა. გამგეობა არ დათანხმდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი შედგენილი წიგნის რედაქტორად დანიშვნისა და ჰონორარიდან 15 000 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის განყოფილების გამგეობის თხოვნა ანგარიშების წარსადგენად ბლანკების დაჩქარებით გადაგზავნის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბინის ქირის მომატების საკითხი. სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის ივნისიდან საზოგადოებას ქირა 1 080 მანეთამდე გაუზარდეს, 1920 წლის იანვრიდან კი – 2 960-მდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხი უნდა განეხილათ. განხილვა გადადეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძემ გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნებიდან მოდავე ჯგუფი 30%-ს ითხოვდა.