ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათუმის პრეტენდენტები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ბათუმის ქართული გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო მწუხარებით აუწყებდა საზოგადოებას, რომ 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი, დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორდი ჯორჯ ნატანიელ კერზონი მას ამიერკავკასიაში უნივერსიტეტების გახსნას ულოცავდა და წარმატებას უსურვებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაში დანიშნული იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც პოლიევქტოს კარბელაშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება „ირაკლის დროის ქართლის ტახტის მაძიებელნი“ და ახალი წევრები აერჩიათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მარტს ოლივერ უორდროპმა მარგარეტ კოლეტს სთხოვა, საქართველოში არ ჩამოსულიყო, რადგან პოლიტიკური მოვლენები გამო მის სამსახურში რთული ვითარება იყო შექმნილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „საქართველო და სამხრეთ რუსეთი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მართა მაქსიმეს ასული მეხუზლა-ჯაყელისა იასე რაჭველის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი მაქსიმეს ძე მეხუზლა იასე რაჭველის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იასეს ასული მეხუზლა იასე რაჭველის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული მეხუზლა იასე რაჭველის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასე რაჭველი (მეხუზლა) ბელეტრისტი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 მარტს ქაშვეთის ეკლესიაში ბელეტრისტ იასე რაჭველის (მეხუზლას) წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: სახელი

1920 წლის 7 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ მაქსიმეს ძე მეხუზლას სამწერლო ფსევდონიმი იყო იასე რაჭველი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 მარტს გიორგი ვასილის ძე გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის განყოფილებაში მუშაობა არ შეწყვეტილა – განაგრძობდნენ წევრების მიღებასა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებათა კონტროლს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვ სახელოსნოში 12 ქალი უფასოდ სწავლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს ალექსანდრე ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები კრედიტის 60 000 მანეთამდე გაზრდას ითხოვდნენ, რათა სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვი სახელოსნო სამრეწველო კომიტეტის წევრების მიერ თბილისიდან გაგზავნილმა ინსტრუქტორმა შეამოწმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები ცდილობდნენ,  სამეგრელოს სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნის მაღაზიიდან წიგნები და საკანცელარიო ნივთები დაბალ ფასში მიეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 მარტს ელისაბედ დავითის ასულმა აბდუშელიშვილმა ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორ კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილს სთხოვა ეშუამდგომლა მთავარგამგესთან. რადგან ის ავადმყოფობდა და ვერ შეძლებდა გიმნაზიაში მუშაობას გაეთავისუფლებინათ ერთი თვით სამსახურიდან. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ექიმის ცნობას ავადმყოფობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 მარტს ექიმმა დ. ლორთქიფანიძემ მასწავლებელ ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილს ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის წარსადგენად მისცა მოწმობა, რომ ის ქრონიკული ციებ-ცხელებით (მალარიით) ძლიერად იყო დასუსტებული და თან ნაღრძობი, შესიებული ფეხი სტკიოდა, რის გამოც მას ხანგრძლივი მკურნალობა და ერთი თვით დასვენება სჭირდებოდა. მოწმობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ექიმი დ. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ხოსიტაშვილი ელისაბედ სართანიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ხოსიტაშვილი ეფრემ დავითის ძე სართანიძის სიძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ს. დარიანის (დარია ქაჯაია-ახვლედიანის) წერილი „ბოლშევიზმი და საქართველო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი არაყიშვილის წერილი „ქართული სამუსიკო სკოლა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ფარდა ახსნილია!“.