ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40184

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის სტატია „წიგნი ეკ. თარხან-მოურავისადმი“, რომლითაც ის მადლობას უხდის ადრესატს, ეკატერინე გაბაშვილს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილისთვის „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ანტონიშვილის კორესპონდენცია „სოფ. დიღმიდან“ სასოფლო სკოლების მნიშვნელობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ზუგდიდიდამ“, რომელშიც საუბარია 2 იანვრის ღამეს ზუგდიდის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და მალე თბილისსა და ქუთაისში გაიყიდებოდა დავით გურამიშვილის „დავითიანი“ გიორგი წერეთლის შესავალი წერილით „დავით გურამიშვილი და იმის წინა-დროები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდის მაზრის სოფლებში მეორედ მოსვლის შესახებ გავრცელებული ხმების თაობაზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ეკ. თარხან-მოურავის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის წერილი „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“ გორის მაზრაში გახსნილი ახალი სასოფლო სკოლების შესახებ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილი რუსეთში, ნეჟნიგოროდის დრაგუნთა პოლკში მოხალისე ჯარისკაცად ჩაეწერა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ილია ჭავჭავაძე ანტონ ფურცელაძის სახლში დაესწრო მწერლის ახალი რომანის, „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წელს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს ჟურნალ „მნათობში“ სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი „როსელის დღიური“ დაიბეჭდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლის დამაარსებელ ახალგაზრდებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გამო განზრახვა ვერ განახორციელეს და მათი კავშირი დაიშალა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში ქართველი ახალგაზრდების მიერ შეგროვებილი ფულით გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლა დაარსდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ წერილი გაუგზავნა ნავთლუღში ახლად გახსნილი საოსტატო სემინარიის მღვდელ პროკლე იოსელიანს და ივანეს სემინარიაში მიღება სთხოვა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი სასწავლებლად ლოჭინში წავიდა იქაურ მიწათმოქმედების სკოლაში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის დროს, ივანე როსტომაშვილი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი ქართულ წიგნს კრძალავდა სასწავლებელში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს ინსტიტუტში არ ასწავლიდნენ ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში, თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა თავისით ისწავლა ქართული ენა.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში ივანე როსტომაშვილი სწავლობდა საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდგომ საოსტატო ინსტიტუტად გადაკეთდა და მიხეილის პროსპექტზე მდებარეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი არ მიიღეს ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში.