ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43009

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ გადათარგმნილი გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ დასასრული.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოსაზრება განათლების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, კი ის სასულიერო პირების მეუღლეების გაუნათლებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, საქართველოში არ მოიძებნებოდა ორი-სამი სასულიერო პირი, რომელთაც ნასწავლი მეუღლეები ჰყავდათ, რაც თავისთავად ცუდ ზეგავლენას ახდენდა სასულიერო წოდების მამრობით სქესზე.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორ სერგეი სტრელეცკის თანაშემწე ზაქარია ხითაროვი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით ქართველი არ იყო, კარგად ჰქონდა შეთვისებული ქართული ენა და მისთვის მნიშნველოვანი იყო ქართული პროგრამით ეხელმძღვანელათ სკოლებში.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ სოფლის სკოლების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან პირველ რიგში შეცვალა პოზიცია და რუსული სახელმძღვანელოები ჩაანაცვალა ქართულით, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1879 წლის მოქმედების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ალექსი ჭიჭინაძეს ქუთაისის სააზნაურო მოსამზადებელი სკოლის ზედამხედველობა მიანდო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის ივნისში რაფიელ ერისთავმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა თავისი გალექსილი „იგავ-არაკნის“ 250 ეგზემპლარი.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო სკოლის ავეჯის დასამზადებლად.

1879

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე შარაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟენევიდან თბილისში გამოუგზავნა წერილი ჟენევის ბიბლიოთეკისთვის ფულის გაგზავნასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ.

1879

ტიპი: თანამდებობა

გრიგოლ გველესიანი წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით ქუთაისის გამგეობის წევრი იყო.

1879

ტიპი: განათლება

სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მალაქია ტოროშელიძე იყო ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

დავით შარაშიძე იყო ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების გამგეობის წევრი (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).

1879

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ედილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 65 მანეთი გაუგზავნა. ეს თანხა შეგროვდა საინგილოში გამართულ ქართულ-რუსული წარმოდგენაზე.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს კონსტანტინე იასეს (იოსების) ძე ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი იყო სოფიო წულუკიძისა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნესტორ იოსების ძე წერეთელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა თელავის მაზრის აგენტი იყო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ (გიგო) დიმიტრის ძე გაბაშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ბათუმში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ახალქალაქში.