რეგისტრირებული ფაქტები41866
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის მთავრობამ ჩამოაყალიბა კომისია, რომელსაც ქალაქის გაჯანსაღებაზე უნდა ეზრუნა, იქნებოდა ეს სასმელი წყლის სუფთა სახით მიწოდება მოსახლეობისთვის თუ სხვა რამ, რადგან ადამიანები ადრეულ ასაკში უცაბედად იხოცებოდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მდინარე მტკვარი იყო, რომელიც სასმელ წყლად გამოიყენებოდა და დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის ნარჩენებით.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა მოკლე და ბევრი ინფორმაციით დატვირთული ისტორია გერმანიის სახელმწიფოს შესახებ, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გერმანიის სახელმწიფოს შესახებ ზოგადი ცნობებისა და ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ქართული ანდაზები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვისა და ვართანოვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხისა და ბატონის ურთიერთდამოკიდებულებისა და ვალდებულების შესახებ. ასევე ვიგებთ, თუ რა ხერხით ცდილობდა გლეხი საბოლოო შესყიდვით მიეღო სახლი ბატონისგან, თუ როგორ ინაწილებდნენ ისინი მოსავალს და რა დახმარებას უწევდა სახელმწიფო და ბანკი გლეხს ადგილ-მამულის შეძენაში. საბოლოოდ საქართველოში ბატონ-ყმობის გაუქმებას მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულება.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა, რომ მთავრობამ თბილისის მაზრის ორად გაყოფა გადაწყვიტა. ყაზახ-ბორჩალოსგან ერთი დამოუკიდებელი მაზრა შეიქმნებოდა, რომელსაც ცალკე მაზრის უფროსი და გამგე ეყოლებოდა. რადგან თბილისის მაზრა ძალიან დიდი იყო და ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა ყველა მაზრაზე ეზრუნა, ეს გადაწყვეტილება ძალზედ დროული იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად მთავრობამ თბილისში ახალი თეატრის აშენება გადაწყვიტა, რის გამოც არსებული საზაფხულო თეატრი უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მოსახლეობის ნაწილის გულისტკივილს გამოიწვევდა. ასევე წარმოდგენილია რედაქციის აზრი, რომ საზოგადოებას მწიგნობრობა ცხოვრებას ყურით „აყურებინებს“, თეატრი კი თვალით, ამიტომ სასურველი იქნებოდა ვინმეს ეშუამდგომლა მთავრობასთან და „საზაფხულო თეატრი“ ქართულ-სომხური წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 მარტს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად ბანკის წლიური ანგარიში დაამტკიცა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 მარტს მარი ბროსემ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ ფრანგულად თარგმნა დაამთავრა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამზრუნველო საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით სასწავლებლებში დამხმარე წიგნად დანიშნეს საყმაწვილო წიგნი „დედა ენა“ შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ. ეს გადაწყვეტილება ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სამზრუნველო საბჭოს წევრებზე ზეგავლენა ვეღარ მოახდინეს იმ პირებმა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ადგილობრივ ენაზე წარმართულიყო სწავლა სასწავლებლებში.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხსა და ბატონს შორის ურთიერთვალდებულებაზე, რომლის თანახმად საქართველოში გლეხს, რომელიც ბატონისგან სახნავ-სათესად მიწას აიღებს და დაამუშავებს ვალდებულება აკისრია, რომ აღებული მოსავალი ბატონს გაუნაწილოს. ბატონი ვალდებულია გლეხს გაუწიოს საჭირო დახმარება, იქნება ეს სამუშაო იარაღები, დასათესი მარცვლეული, თანხა თუ სხვა რამ, რომ ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა მოსავლის მოყვანაში. ასევე, წარმოდგენილია იტალიისა და საფრანგეთის მაგალითები, თუ როგორი სახის ხელშეკრულებას დებს ბატონი და გლეხი და რა მოვალეობა აკისრიათ თითოეულ მათგანს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებობდა ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც 4 წელია ფუნქციონირებდა. მთავრობის დადგენილებით ყველა სასწავლებელში ადგილობრივ ენაზე უნდა ესწავლათ ბავშვებს, აღნიშნულ სასწავლებელში კი მეოთხე წელს დაიწყეს ქართული ენის სწავლება, ისიც ისეთმა პედაგოგებმა, რომლებმაც გამართულად თავად არ იცოდნენ ქართული ენა და ეს თავისთავად ცუდად აისახებოდა მომავალი თაობის განვითარებაზე და ცოდნაზე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გასულ სექტემბერს ქალაქ გორში გახსნეს სასწავლებელი „საოსტატო სემინარია“ სადაც სასოფლო სასწავლებელთათვის უნდა მოემზადებინათ მასწავლებლები, თუმცა სამწუხაროდ არა ქართულ ენაზე, რაც არსასიამოვნო ფაქტი იყო. ამასთან გორში არსებულ დაწყებით სასწავლებელში ისეთი პედაგოგები ასწავლიდნენ ქართულს, რომლებმაც თავად არ იცოდნენ გამართულად ქართულად მეტყველება, რაც საერთოდ არ წაადგებოდა ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სასწავლებლების ახლად დანიშნულმა დირექტორმა შემოდგომა-ზამთარში მოახდინა თიანეთისა და ახალციხის სასწავლებლების რევიზია, რომლის დროსაც აკრძალა ქართული ენის სწავლება. გარკვეული დროის შემდეგ ქართულის სწავლება აღადგინეს და საჭირო წიგნებიც გაგზავნეს ხსენებულ სასწავლებლებში.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობითი იუწყება, რომ ერთ-ერთმა თავადიშვილმა გაუგზავნა თხოვნა რეალური სასწავლებლის დირექტორს, მისი შვილისთვის არ ესწავლებინათ ქართული ენა, რაც ამტკიცებდა, რომ შვილების აღზრდისთვის სულ უბრალო ჭეშმარიტებაც კი ვერ გაითავისა ქართველმა ხლხმა და მათ მომავალს მშობლები უმახინჯებდნენ მცდარი და მახინჯი გადაწყვეტილების მიღებით.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „თბილისის უწყებებში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც პედაგოგებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს განათლების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა წერილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, არა მარტო მოსახლეობისა, არამედ მმართველი პირებისა. ამ წერილის მთავარი აზრი იყო, რომ განთლების წყობილება, რომელიც პირველადი ცოდნის მისაღებად დედა ენის შესწავლას უარყოფდა, ამით ახალ თაობას ჩაგრავდა და ახშობდა მათ განვითარებას, ამდაბლებდა და სიღარიბისკენ მიჰყავდა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლები მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი და გამართულნი, საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ მომავალ თაობას.