ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1884 წლებში დავით ერისთავი იყო „Кавказ“-ის რედაქტორი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-1884 წლებში იონა მეუნარგიას ნაწარმოებები იბეჭდებოდა „Кавказ“-ში.

1882

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ორბელიანი ქართულ ვაჟთა სკოლის კომიტეტში მსახურობდა 1882-1917 წლებში.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს მარიამ ორბელიანი აირჩიეს ქართულ ვაჟთა (სათავადაზნაურო) სკოლის კომიტეტის წევრად.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1917 წლებში პორფილე სიმონის ძე კერესელიძე სად­მე­ლის­ (მე­ო­რე) წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-84 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“ ვანო მაჩაბლის რედაქტორობის პერიოდში. ის ყოველთვე რუსეთის ცხოვრების მიმოხილვას წერდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია მოსკოვში წავიდა და პეტროვის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დაიწყო სწავლა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია თბილისის რეალური სასწავლებლიდან გარიცხეს.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა ხარკოვის უნივერსიტეტი დაასრულა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის გაზეთ „ივერიის“ №9-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედ-უკუღმართი ჯალაბობა“.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვასილ კოპტონაშვილმა დაამთავრა ბარალეთის სკოლა.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს დარსკი იყო თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წელს თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ნიკოლოზ ლიხაჩოვის ოჯახში ცხოვრობდა.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882-1883 წლებში, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი დაუახლოვდა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882-1883 წლებში თბილისის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იყო მიმზიდველი გარეგნობის, ტკბილმოუბარი, მუდამ პირმომცინარი კაცი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, სენატორი, კირილე იანოვსკი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში კირილე იანოვსკი იყო კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1883 წლებში კირილე იანოვსკი იყო სენატორი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკის სტუმრობა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეებს ყოველთვის უხაროდათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ დარსკის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ყოველი სტუმრობისას მოწაფეთათვის სასარგებლო წიგნები და ბროშურები მიჰქონდა.