ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44955

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს სოფელ ბოდბისხევის სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა გამგეობისგან მიღებული წიგნები გამოიყენა, მაგრამ სკოლაში არ იყო აღრიცხული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლაში მიღებული წიგნების სია: „ხორველის ლექსი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ენის გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, ივანე როსტომაშვილის „საანგარიშოები“ – 1, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, თბილისის საზოგადოების წესდება – 2, ნ. ბარათაშვილის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI“ – 4, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „ლოცვანი“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 1, ახალი აღთქმა – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილნი რაფ. ერისთავის მიერ“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“ – 1, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, ა. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყმაწვილთათვის“ – 2, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 2, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია (შაქრო) გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ზაქარია გულისაშვილის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კაკაბეთის სკოლაში სწავლობდა 45 მოსწავლე, მათგან 19 იყო ქალი, ხოლო ვაჟი − 26.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იოსებ ცხვედაძის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კავთისხევის სკოლაში სწავლობდა 71 მოსწავლე, აქედან ღარიბი იყო 13.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იოსებ ცხვედაძის ცნობით, 1881 წლის 20 დეკემბრისთვის სოფელ კავთისხევის სკოლაში სწავლობდა 71 შეგირდი, მათგან 30 იყო ვაჟი და 41 − ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კაკაბეთის სკოლის მასწავლებელმა ზაქარია (შაქრო) გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლამ მიმდინარე წელს მიიღო საზოგადოებისგან შეწირული წიგნები ქართული ბიბლიოთეკისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელმა იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ გამგეობისგან შემოწირული წიგნები გამოცდების დროს საჩუქრად გადაეცათ მოსწავლეებს განურჩევლად მდიდრისა თუ ღარიბისა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელი იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბი მოსწავლეებისთვის სთხოვდა, გამოეგზავნათ მხოლოდ გოგებაშვილის „დედაენა“, რამდენ ეგზემპლარსაც შეძლებდნენ, ასევე დახაზული ასპიდის დაფები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით სოფელ შილდის სკოლის 18 მოსწავლე ქალ-ვაჟი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა განცხადება სკოლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 4 იანვარს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს მასწავლებელი გიორგი აღნიევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ შილდის სკოლისა და მოსწავლეთათვის საჭირო იყო „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (კალანდარიშვილის თარგმნილი, გოგებაშვილის რედაქციით) – 28 წიგნი, „ბუნების კარი“ – 20 წიგნი, საღმრთო წერილის სურათები, შვედური საანგარიშო, 20 ცალი ასპიდის დაფა, 6 დუჟინი ფანქრები, ორი კოლოფი კალმები, 40 საწერი კალამი, ერთი ოზმა ქაღალდი N6, უფრო მეტი N7 და სათამაშოები ყმაწვილებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრისთვის შილდის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 56 მოსწავლე, მათგან 19 ქალი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 31 იანვარს მიიღო შემდეგი წიგნები: ი. გოგებაშვილის „დედაენა“ – 12 ეგზემპლარი, ახალი აღთქმა ქართულ ენაზე – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“ – 2, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, ორბელიანის ლექსები – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „დარიგება მასწავლებელთა და მშობელთათვის“ – 1, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“– 2, „ლოცვები“ – 3, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 3, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 2, დ. ბაქრაძის „მიტრიდატ დიდი მეფე პონტისა“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 1 ან 2, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“– 1, ა. ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „არსენას ლექსი“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „ხორველის ლექსი“ – 1, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI “ – 1, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 1.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სკოლებისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი საჭიროებისამებრ გაანაწილეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისისა და მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს გამართვის თაობაზე დადგენილება მიიღეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ივანე მაჩაბელსა და პეტრე უმიკაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შემოთავაზებული წიგნების და შემოსაწირი ხელნაწერების ავკარგიანობის შემოწმება დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, გადაწყდა, გამომცემლისგან „დავითიანის“ 120 ეგზემპლარი შეეძინათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იაკობ გოგებაშვილსა და პეტრე უმიკაშვილს ფოლკლორული მასალის მოძიებაზე პროექტის შედგენა დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოიწონეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სააგენტოების საქართველოს ყველა ქალაქში დაარსების შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომზე იაკობ გოგებაშვილს, ვლადიმერ მიქელაძეს, გიორგი თუმანიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს მათი სამოქმედო ინსტრუქციის შედგენა დაევალათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „უსაფუძვლო საყვედურები“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს საგარეჯოს სკოლის მმართველმა ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს რაჭის მაზრის სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა, მღვდელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.