რეგისტრირებული ფაქტები44984
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად სკოლამ წიგნები ნამდვილად მიიღო მისი წინამორბედის დროს, მაგრამ არ იყო დაფიქსირებული რამდენჯერ და როდის.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლაში მიღებული წიგნების სია: „ხორველის ლექსი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ენის გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, ივანე როსტომაშვილის „საანგარიშოები“ – 1, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, თბილისის საზოგადოების წესდება – 2, ნ. ბარათაშვილის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI“ – 4, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „ლოცვანი“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 1, ახალი აღთქმა – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილნი რაფ. ერისთავის მიერ“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“ – 1, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, ა. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყმაწვილთათვის“ – 2, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 2, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 დეკემბერს სოფელ კავთისხევის სკოლის მასწავლებელი იოსებ ზებულონის ძე ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბი მოსწავლეებისთვის სთხოვდა, გამოეგზავნათ მხოლოდ გოგებაშვილის „დედაენა“, რამდენ ეგზემპლარსაც შეძლებდნენ, ასევე დახაზული ასპიდის დაფები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 19 დეკემბერს მასწავლებელი გიორგი აღნიევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ შილდის სკოლისა და მოსწავლეთათვის საჭირო იყო „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (კალანდარიშვილის თარგმნილი, გოგებაშვილის რედაქციით) – 28 წიგნი, „ბუნების კარი“ – 20 წიგნი, საღმრთო წერილის სურათები, შვედური საანგარიშო, 20 ცალი ასპიდის დაფა, 6 დუჟინი ფანქრები, ორი კოლოფი კალმები, 40 საწერი კალამი, ერთი ოზმა ქაღალდი N6, უფრო მეტი N7 და სათამაშოები ყმაწვილებისთვის.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 31 იანვარს მიიღო შემდეგი წიგნები: ი. გოგებაშვილის „დედაენა“ – 12 ეგზემპლარი, ახალი აღთქმა ქართულ ენაზე – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“ – 2, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, ორბელიანის ლექსები – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „დარიგება მასწავლებელთა და მშობელთათვის“ – 1, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“– 2, „ლოცვები“ – 3, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 3, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 2, დ. ბაქრაძის „მიტრიდატ დიდი მეფე პონტისა“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 1 ან 2, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“– 1, ა. ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „არსენას ლექსი“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „ხორველის ლექსი“ – 1, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI “ – 1, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 1.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სკოლებისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი საჭიროებისამებრ გაანაწილეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისისა და მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს გამართვის თაობაზე დადგენილება მიიღეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ივანე მაჩაბელსა და პეტრე უმიკაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შემოთავაზებული წიგნების და შემოსაწირი ხელნაწერების ავკარგიანობის შემოწმება დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, გადაწყდა, გამომცემლისგან „დავითიანის“ 120 ეგზემპლარი შეეძინათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იაკობ გოგებაშვილსა და პეტრე უმიკაშვილს ფოლკლორული მასალის მოძიებაზე პროექტის შედგენა დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოიწონეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სააგენტოების საქართველოს ყველა ქალაქში დაარსების შესახებ.