ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43148

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი მარიანო ხოსე დე ლარას სატირული მოთხრობა „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ პირველი ნაწილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ბაშკიჩეთში მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნები გაიმართა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს თელავისა და კონდოლის დამზოგველი საზოგადოებების წესდებათა პროექტები წარუდგინა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ანასტასია თუმანიშვილმა ფრანგულიდან თარგმნა ვალტერ სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ .

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლიდან იონა მეუნარგია იყო თბილისის ქართულ-რუსული გაზეთების ფელეტონისტი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლიდან იონა მეუნარგია თბილისის სხვადასხვა ქართულ-რუსული გაზეთის კორესპონდენტი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლიდან იონა მეუნარგია მოღვაწეობდა თბილისის ქართულ-რუსულ გაზეთებში.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ანასტასია თუმანიშვილის ნათარგმნი „ირლანდიელი ქვრივი“ დაიბეჭდა ქუთაისში გამოცემულ კრებულში „მოთხრობანი“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-80 წლებში გიორგი თუმანიშვილი ქართული თეატრის პირველი მუდმივი დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879-1880 წლებში გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა რამდენიმე ალმანახი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბდა პირველი ქართული დრამატული დასი, რომლის წევრებიც იყვნენ: კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატო მ. გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე კორინთელი-ყიფშიძისა და სხვ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში კოტე ყიფიანი დრამატულ როლებს ასრულებდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში ნატო გაბუნია ასაკოვან ქალებს თამაშობდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე-ჯამბაკურ ორბელიანის ნაწერები შეკრიბა და წიგნად გამოსცა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრები იყვნენ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის მდივანი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძეს წესდების პროექტის შედგენა დაავალეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს საქართველოში წარმოდგენებს მართავდა ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობა. მისი თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ქართულ წარმოდგენათა მმართველი გამგეობის რეჟისორი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ივანე მაჩაბელი პეტერბურგში დაბრუნდა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაგარინის დარბაზში პირველი ქართული წარმოდგენა („მზის დაბნელება“) გამართა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.