ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44498

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის ოქმებიდან ამოკრეფილი მონაცემები მოსახლეობის სტატისტიკისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით მთაწმინდის ქუჩაზე გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა დაიწყეს. „ივერიის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ფელეტონი „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის მარტის დასაწყისში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს შეუთვალა თავისთვის და თავისი ძმისთვის „ივერიის“ ნომრები გაეგზავნა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 31 იანვარის გაზეთ „დროების” ცნობით, 1-ელი იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრიგოლ არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების" ცნობით, გამოსაცემად მზადდებოდა აღალო თუთაევის ოთხმოქმედებიანი კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?”

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი თბილისის საქალებო გიმნაზიისა და პროგიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა მზურველი საზოგადოების კომიტეტის ხაზინადარი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვარს „დროებაში" დაიბეჭდა გრიგოლ გორდელაძის პუბლიკაცია „ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი".

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, კუკიის ხიდთან მდებარე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში მიხეილ ბებუთოვის მიერ ქართულად ნათარგმნი კრილოვის იგავები იყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე ი. ლაშხაუროვმა ითხოვა, რომ მცირე მრევლის გამო გაეთავისუფლებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ 15 მანეთის შეწირულობისგან. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 იანვარს ცენზურამ ილია ჭავჭავაძეს ნება დართო გამოექვეყნებინა განცხადება გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამღვდელოების სამსახური ქვეყნის წინაშე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვაჭარმა აბგარ იოანესიანმა შეისყიდა ი. ივანოვის ბიბლიოთეკა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ გასცა ვალის სარგებელი 65 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ მათ სასარგებლოდ შემოტანილი თანხა, 35 მანეთი, დახარჯა. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სამმართველოს ხარჯი 23 მანეთი და 30 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 2769 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სათადარიგო თანხა 19 მანეთი და 7 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ვალად აიღო 1000 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სასარგებლოდ მიღებული თანხა 479 მანეთი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დროულად გადაუხდელი საპროცენტო თანხის გამო ჯარიმის სახით შემოუვიდა 6 მანეთი და 19 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.