ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44993

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა წერილები, რომლებიც დავით ალექსის ძე მესხიშვილმა მისწერა ქართლის სოფელ მოხისის ეკლესიის მღვდელ იოანეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „განწირულებითი მდგომარეობა საფრანგეთისა ...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საფრანგეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „Кавказ“-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „Тифлисский вестник“-ში რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებულ შენიშვნაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „საფრანგეთი, აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც ...“.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხა ღარიბ ყმაწვილთა სწავლისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისში გაიმართა მეორე საზოგადო კრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკისა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მღვდელ ალექსი გულისაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, კიაზო ჩოლოყაშვილის მამულით დაინტერესებულებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სათანადოდ შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებმა ყარსი აიღეს“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 19 ოქტომბერს გენერალ ლევან მელიქიშვილის ჯარმა ხელახლა დაამარცხა დაღესტანში აჯანყებულები. ბრძოლის დროს დაიჭრა ერთი და გარდაიცვალა 8 ოფიცერი. ჯარისკაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სასწავლებლების არსებობის აუცილებლობაზე. კერძოდ, საუბარია კახეთში დაარსებულ სასწავლებლებზე რომელთა გასამართად ადგილობრივი დიდგვაროვნები და მთავრობის წარმომადგენლები არაფერს აკეთებდნენ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა ცხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.