ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44744

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელშიც გაზეთის მიზანს აკრიტიკებენ და თავად გაზეთის სახელს „უგემურსა და უფხოს“ უწოდებენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა წინასიტყვაობა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჟურნალ-გაზეთების გამოცემას საზოგადოების აზრის, რწმენის, გრძნობისა და გემოვნების განვითარებაში, რომ გაზეთების სხვადასხვა შინაარსი დამოკიდებული იყო ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გარემოებაზე. კერძოდ, გაზეთ „ივერიის“ მთავარი მიზანი სამეცნიერო ცნობების, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე დაკვირვება და მათი გაზეთის მეშვეობით გავრცელება იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ელ მარტს ფინანსთა სამინისტრომ, თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს ბანკის წესდებულების ცვლილებაზე თანხმობა განუცხადა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) კორესპონდენციები, საქართველოს, რუსეთისა და უცხო ქვეყნების შესახებ, 2) სამეცნიერო განყოფილება, 3) სხვადასხვა სახის პროზაული ნაწარმოებები, 4) კრიტიკა და ბიბლიოგრაფია, 5) ფელეტონი, 6) სასამართლოს მატიანე, 7) სხვადასხვა გაზეთების ნაამბობი, 8) კერძო პირთა განცხადებანი და საჭირო ცნობათა სქემა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) წინასიტყვაობა, რომელშიც გამოითქმება რედაქციის აზრი საზოგადო ცხოვრებისა და სხვადასხვა თემის შესახებ, 2) საქართველო: განხილვა ყოველგვარი თემისა მთავრობისა თუ საზოგადოების ცხოვრების შესახებ, 3) რუსეთი: განხილვა ყოველგვარი თემისა, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებას შეეხება, 4) უცხოეთი: განხილვა საზოგადო პოლიტიკისა, უცხო ქვეყნების სახელმწიფო წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებისა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიის“ განცხადებით მათი რედაქცია უფასოდ დაბეჭდავდა სასოფლო საამხანაგო ბანკების ანგარიშსა და განცხადებებს ქართული წიგნების თაობაზე. ხელს აწერს გაზეთის რედაქტორი ილია ჭავჭავაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სოფლის საზოგადოებას ადგილობრივი მილიციონერები ამოურჩევიათ და თბილისში გამოუგზავნიათ, იმ პირობით, რომ თავად გადაუხდიდნენ ჯამაგირს, მაგრამ პირობა აღარ შეუსრულებიათ და ამიტომ ქალაქს თავისი ნებით ტოვებდნენ მილიციონერები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ დასაბეჭდად ამზადებდნენ ქართულ წიგნს „ქართველთ ცხოვრება ნიკოლოზ დადიანისა“, რომელშიც ვრცლად იყო აღწერილი საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდი, უფრო მეტად იმერეთის ამბები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 28 თებერვალს თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ ამავე ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს წარუდგინა გასული წლის ანგარიში, რომელსაც განხილვისა და დამტკიცების შემდეგ დაბეჭდავდნენ გაზეთებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „ცხოვრება და კანონის“ 1-ლი წერილი საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შესახებ. წერილიდან ვიგებთ, თუ რა შედეგები მოჰყვა ბატონყმობის გაუქმებას და როგორ გაგრძელდა გლეხისა და ყოფილი ბატონის ურთიერთობა, ასევე, როგორ განისაზღვრა უფლება და მოვალეობა გლეხსა და ნაბატონარს შორის.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის ოქმებიდან ამოკრეფილი მონაცემები მოსახლეობის სტატისტიკისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით მთაწმინდის ქუჩაზე გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა დაიწყეს. „ივერიის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ფელეტონი „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის მარტის დასაწყისში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს შეუთვალა თავისთვის და თავისი ძმისთვის „ივერიის“ ნომრები გაეგზავნა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 31 იანვარის გაზეთ „დროების” ცნობით, 1-ელი იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრიგოლ არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების" ცნობით, გამოსაცემად მზადდებოდა აღალო თუთაევის ოთხმოქმედებიანი კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?”

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი თბილისის საქალებო გიმნაზიისა და პროგიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა მზურველი საზოგადოების კომიტეტის ხაზინადარი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვარს „დროებაში" დაიბეჭდა გრიგოლ გორდელაძის პუბლიკაცია „ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი".

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, კუკიის ხიდთან მდებარე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში მიხეილ ბებუთოვის მიერ ქართულად ნათარგმნი კრილოვის იგავები იყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე ი. ლაშხაუროვმა ითხოვა, რომ მცირე მრევლის გამო გაეთავისუფლებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ 15 მანეთის შეწირულობისგან. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობამ სასწავლებლის მმართველობის წევრებად აირჩია სოლომონ ფირანოვი და იოანე შიუკაშვილი, ხოლო მათ კანდიდატებად ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლიშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევის უარის შემდეგ თავად შეადგინა ახალი განჩინება, რომლის თანახმად სასწავლებლის სახლების გასამართად სასულიერო პირებს თანხის შეწირვა აღარ ევალებოდათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 იანვარს თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე ს. ბოდაევმა საქმისმწარმოებელ მიხეილ ხელაევს მოსთხოვა 9 იანვარს შემდგარი დადგენილებიდან ამოეღო ის მუხლი, რომელიც სასწავლებლის სახლების გასამართად თანხის შეწირვას ეხებოდა, რაზეც ხელაევმა უარი განუცხადა თავმჯდომარეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 იანვარს გაიმართა თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 7 იანვარს ცენზურამ ილია ჭავჭავაძეს ნება დართო გამოექვეყნებინა განცხადება გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ.