ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აღალო თუთაევმა დაწერა კომედია „ფული ვიტირო თუ ცოლიო“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანის თხზულებიდან „ქართველთა ცხოვრება“ ამოღებული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა მასწავლებელ ფ. ნათიევის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გენერალ-ადიუტანტი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ოსმალებთან დაპირისპირების დროს მაიორ მიხეილ მელიქოვის კოლონამ დაიკავა სოფელი ზენითი, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 26 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ეღების კარი გაზაფხულისა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის „ახალგაზრდა გლეხის ნაამბობი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „უწყალო სენმან“.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ლოჭინის სასწავლებლის ყოფილმა დირექტორმა გაევსკიმ წაიკითხა ანგარიში ამავე სკოლის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი ევსევი, გენერალ-მაიორი დიმიტრი სტაროსელსკი, თბილისის გუბერნატორი ოსტენ-საკენი და თბილისის მოთავე ს. ს. ყიფიანი.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალების მმართველობის დროს საქართველოში გაანადგურეს საეპისკოპოსო ადგილები და მონასტრები, მათი ქონება და ავეჯი კი მიისაკუთრეს. ისინი ეკლესიების მაგიერ აშენებდნენ მეჩეთებს და ძალით ცდილობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „დაუდგრომელის მწყემსისა და კეთილის მწყემსისათვის“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ისმინეთ მსმენნო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ხოვლეს სასწავლებელში 40-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და მეზობელი სოფლის გლეხებს დიდი სურვილი ჰქონდათ მათ შვილებსაც ესწავლათ, მაგრამ სასწავლებლის პატარა შენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ახალი მოსწავლეების მიღება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებელი ქართული ენისთვის განკუთვნილ დროს რუსულის, საღმრთო ისტორიისა და სხვა საგნების სწავლებას უთმობდა.