რეგისტრირებული ფაქტები44468
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში სახელმწიფო თეატრში ზამთრის საოპერო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „დიდების ტაძრის“ ეროვნულ გალერეად გადაკეთებისთვის განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილისთვის 10-მილიონიანი ფონდიდან 26 300 მანეთის გამოყოფა ეთხოვათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში მოწყობილიყო კვირაში ერთი წარმოდგენა, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი ნატალია ჯავახიშვილი სცენისმოყვარეთა დასის გასაძლიერებლად მიიწვია. სექციას კიდევ ერთი მსახიობი ქალისა და ერთიც კაცის ჰქონდა განზრახული.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ზაფხულში ცნობილი მოღვაწე, ქართველი მაჰმადიანი მემედ აბაშიძე, რომელიც ბათუმის აღების დროს ოსმალებმა შეიპყრეს და სტამბოლში გადაასახლეს, თბილისში ჩამოვიდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის განკარგულებით პეტრე სურგულაძე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოსა და გერმანიას შორის საქონლის გამცვლელი კომისიის წევრად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივლისში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი და პროფესორი ივანე ჯავახიშვილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებლებს მიესალმნენ და მათთვის სამხედრო გიმნაზიაში გახსნილი (ორთვიანი) კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობამ კურსების ხარჯების ასანაზღაურებლად 25 000 მანეთი გამოყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორსა და ბრიტანეთის წარმომადგენელს ამიერკავკასიაში გენერალ ბრაფს შორის დაიდო ხელშეკრულება ნატანებ-ბათუმის ნაწილზე რკინიგზის მოძრაობის გასაადვილებლად. ხელშეკრულება არის წმინდა საექსპლოატაციო ხასიათის და სრულიად არ შეესაბამება საკუთრების საკითხს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში ციმბირიდან თბილისში ჩამოვიდნენ დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, მისალმებოდნენ საქართველოს მთავრობას და გაეცნოთ ციმბირში მყოფ ქართველთა პოლიტიკური მდგომარეობა, ეთქვათ საქართველოში დაბრუნების სურვილზეც.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი მოადგილე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ლორთქიფანიძე. მოადგილეებად – ვ. სიხარულიძე და ილარიონ გიორგაძე. მდივნებად – ს. თავაძე და არჩილ რუხაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვალერიან გუნიას ქართულ დასში მონაწილეობდნენ: ქ. აბაშიძე, ტ. დათიაშვილი, ნ. ლეჟავა, ოლ. გორდელი, ივერიელი, ნატალია ჯავახიშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ოქტომბრის დამლევს გაიმართა საქართველოს რკინიგზელთა II ყრილობა. ყრილობის მეორე დღეს მოხსენებებით გამოვიდნენ რაიონების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ სოციალური პირობები მძიმე იყო, რკინიგზელებს არ ჰქონდათ ბინები, არ იყო მოგვარებული სანიტარული საკითხი და სხვ. მათ განაცხადეს, ამ ყველაფერს იმიტომ იტანდნენ, რომ ქვეყნის მმართველი და გამგე იყო ნოე ჟორდანიას მთავრობა.