ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე გორის გუბერნიის მარშლად მეათედ აირჩიეს თავადი ალექსანდრე ერისთავი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს ფსევდონიმით „ლაზ. მეხის-შვილი“ გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა სერგეი მესხის ლექსი „მაშო“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი მილიერის კომედიის, „ძალათ ცოლის შერთვევინების“ პრემიერა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 9 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა სამეგრელოს თავად ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის სარჩელი თავად დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელისგან ვალის, 112.967 მანეთის, გადახდას ითხოვდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 10 მარტს გაზეთ „დროებაში“ ბ. პ-შვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ბასილ პერტიაშვილის სტატია „რატომ ჩვენ მდგომარეობაზე არასა ვფიქრობთ“ სასოფლო სახნავ-სათესი მიწების განაწილების შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „განსჯა“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მ. პეტრიაშვილის „კორრესპონდენცია ქუთაისიდან“ ფილიმონ ქორიძის მიერ ქუთაისის კეთილშობილთა შესაკრებ კლუბში გამართული კონცერტის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ხონელი გლეხებისა და მოვაჭრეების მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც გამოწვეული იყო ქუთაისთან დამაკავშირებელი საურმე გზების მოუწყობლობით.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციის სახელით გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც გაკრიტიკებულია ანტონ ფურცელაძის მოთხრობა „სამის თავგადასავლები“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების კენჭის ყრა შორაპანში“ შორაპნის მაზრაში სამრევლოების მღვდელთმთავართა არჩევის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ სარგებლობდა ფსევდონიმით თავხედი და, შესაბამისად, ჟურნალ „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილები მას არ ეკუთვნოდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თავად ალექსანდრე ერისთავის განცხადება, რომლითაც ის ითხოვდა ხელშეწყობას გიორგი ერისთავის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად საჭირო მასალების შეგროვებაში.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი იასე ანდრონიკაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1 სექტემბერს, ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ანტონ ფურცელაძის ნარკვევისა „შეუსრულებელი სურათი“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ჯორჯაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ კონსტანტინე მამაცაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენციაში „სიღნაღიდგან“ საუბარია ქიზიყელი აზნაურების უდარდელობაზე, რომლებიც ფულს მხოლოდ დუქნებში ხარჯავდნენ და მომავალზე არ ზრუნავდნენ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ს. წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი სერგეი მესხის მოთხრობისა „ორი სიყვარული“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „სახალხო სიმღერებისა და ზღაპრების შეკვრა“ ხალხური თვითშემოქმედების ნიმუშების შეგროვების აუცილებლობაზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საქალაქო სკოლების გამგე კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო კომისია მოიწვია ალექსანდრე ბუჭყიაშვილის (პატარა ორბელიანის ქუჩა) სახლის დასათვალიერებლად. კომისიაში იყვნენ ქალაქის ტექნიკოსი შახნაზაროვი, სკოლების ექიმი გაბრიელ სუნდუკიანცი და სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგე ფირუმოვი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ვისი ბრალია?“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ორიოდე სიტყვა ს. გეგუთის რკინის ხიდზედ და იქვე რკინის გზის მუშებზედ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, გამოიცა ალმანახ „კრებულის“ მეოთხე წიგნი, რომელშიც გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „რა დაუკარგავთ ქალებსა და რას დაეძებენ ისინი?“