ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის (სევდია) თხზულება „ქრისტე აღსდგა!“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ბათუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ მატათაშვილს ნეველის ორდენი გადასცეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 18 აგვისტოს „დროებაში“ ნინო ორბელიანის ლექსი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ჩარდაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა დია ჩიანელის მოთხრობა „საუკუნეთა ორღობეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „სასაფლაო და ყვავები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „საფერფლე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „სამნი“.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 15 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პახვალა როსტომის ძე ლიფონავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი გი დე მოპასანის ნაწარმოები „თავის მოვლა“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-68 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 3 ოქტომბერს მერძევეთა და პირუტყვის მომშენებელთა კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა ისაუბრა ადგილობრივი ყველის (ოსური, თუშური და სხვ.)დამზადების გაუმჯობესებაზე. აღნიშბა, რომ ადგილობრივი მეყველეები სისუფთავეს არ იცავდნენ და ბევრ მარილს უკეთებდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე არტემ ფირალოვმა ისაუბრა კავკასიის მიწის მრეწველობის მნიშვნელობაზე კავკასიის მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებლად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 აპრილს გორის მაზრის თავად-აზნაურთა ყრილობას გორში ესწრებოდნენ თბილისიდან ჩასული აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, „კავკაზის“, „ივერიისა“ და სხვა გაზეთების კორესპონდენტები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (გიორგი წერეთელი) IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „გალაღებული და თავხედი მსახიობ-მომღერალი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალუღიშვილის წერილი „დედა, ძაძებს ნუ ჩაიცვამ.“

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმიდან დესპინე ივანიძის დასახმარებლად გამოგზავნილი 5.5 მანეთი ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ ქუთაისის დრამატული საზოგადოების წევრს, ივანე პურადაშვილს გაუგზავნა ადრესატისთვის გადასაცემად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გაზაფხულის პირად“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5.5 მანეთი შეაგროვეს. ათ-ათი შაური დადეს ტრიფონ იესეს ძე კაჭარავამ, მიხეილ ჟორჟოლიანმა და ივანე დანელიამ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5. 5 მანეთი შეაგროვეს. თითო მანეთი დადეს ლიზა კაჭარავამ, გრიგოლ ცეკვავამ, ისააკ ჟვანიამ და ალექსანდრე ცეკვავამ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 დეკემბერს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა, რომ საახალწლოდ მის წერილს ელოდებოდა „კვალში“ დასაბეჭდად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VI ნაწილი.