ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44961

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ი. გედევანიშვილის სტატიის „ქართველი მსახიობის თანდათან გაპროფესიონალება“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში ვალერიან შალიკაშვილმა ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობას დასის გაუმჯობესების 21-მუხლიანი გეგმა წარუდგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მაისს ნიკო გოცირიძემ ფოთში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ჭიათურის თეატრალური დასის წევრები იყვნენ: გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, მირიან დავითის ძე ჭანიშვილი, გიორგი სპირიდონის ძე ნუცუბიძე, ანეტა იურკევიჩი, ვალერიან შალიკაშვილი და სოფრომ ტარუაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისის ბოლოს ვალერიან გუნიას მეთაურობით შექმნილმა ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ პროვინციებში წარმოადგინა „ქეთევან წამებული“ და „ოჯახის დაქცევა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „სათეატრო ხელოვნება ქართლში“.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-94 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკო სიხარულიძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის მდივანი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გიორგი შალიბაშვილის ინიციატივით სურამში დაარსებული დრამატული საზოგადოება 1914 წელს მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, წარმოდგენებს არ მართავდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი პარიზის თეატრ „ოდეონის“ რეჟისორის თანაშემწე იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ხაშურის დრამატული წრის მსახიობები იყვნენ: ვ. ტყეშელაშვილი, პ. რუსია, თამარ დავითაშვილი, მარიამ თათეიშვილი-რატიანისა, კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე, თ. აფხაზიშვილისა, ტრიფონ იასონის ძე ჯაფარიძე, დავით გრიგოლის ძე ჯუღელი და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ხაშურის დრამატული წრის მსახიობები იყვნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ვეზირიშვილი, გ. დევდარიანი, ა. ქუთათელაძე, სვიმონ პავლეს ძე დევდარიანი, სტ. ნოზაძე, გ. ჯაფარიძე, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 1-ელი ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის თხზულება „კრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი ქართული თეატრის ისტორიის დასაწერად მასალებს აგროვებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა შესწირეს ილარიონ თაყაიშვილმა, გიორგი ჯაყელმა და ერმილე ჯაყელმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს იოსებ ქუთათელაძემ, ნესტორ მხეიძემ და ნიკო ჯანაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის წერილი „თავმჯდომარის წინადადება დრამატიულ კლასების შესახებ“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს იასე ხუნდაძემ, ჯამულეთ ბაჟუნაიშვილმა და სიმონ ჩიჩუამ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს შალიკო ელიავამ, კ. ვ. ჩხეიძემ, კ. დ. კანდელაკმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ვარდან თავაძემ, ტარასი ღლონტმა, პელაგია წითლიძემ, ილია მგალობლიშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს მელქისედეკ კალანდარიშვილმა, ნ. რ. ალექსიძემ. კ. საბახტარიშვილმა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ვენეროლოგი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი პაციენტებს მონუმენტის ქუჩა №5-ში იღებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკიტა თალაკვაძემ, სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილმა, ეპიფანე ხონელიძემ, სილიბისტრო ვაშალომიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქ. ბათუმში ნაგომარის სამკითხველოსთვის ქვის შენობის ასაგებად თანხა გაიღეს ნიკოლოზ ნადირაძემ, ოქროპირ გოგვაძემ, დ. ასათიანმა, ნესტორ გოგიტიძემ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.