ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45069

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მანეთად იყიდებოდა კირილე ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული პოეტური კრებული „ჩონგური“, რომელშიც სხვა ავტორებთან ერთად დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“, რომელშიც განხილული იყო გიორგი წერეთლის ორმოქმედებიანი კომედია „ჯიბრი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ ყიფიანის ფელეტონი „გასართობი საუბარი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გაგრძელება ეკატერინე მესხის მიერ თარგმნილი ა. შკლიარევსკის მოთხრობისა „ქალის შრომა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ცოლ-ქმრობით ვაჭრობა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „ადამიანი".

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა კარგარეთელის მიერ ქართულად თარგმნილი მორიც ლარტმანის ლექსი „ჩადრი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VII ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 27 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ექიმ გრიგოლ მაღალაშვილის წერილი „ნამდვილი მიზეზი სხვა და სხვა ავათმყოფობისა“ ალკოჰოლიზმით გამოწვეულ სნეულებებზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 7 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჩემ მკითხველს“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბარათაშვილის წერილი „თბილისის გუბერნიის ბანკი“ 1864 წელს დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით დაარსებული ქართული ბანკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ქართული ხასიათი რუსულ წარმოდგენაში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ს. წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა  სერგეი მესხის ფელეტონი „მგელი მგლის ტყავს გაგლეჯს“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ სოლოლაკელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი მიმდინარე დიდმარხვის დღეებში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „მებაღე“.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პოლკოვნიკ იასე ანდრონიკაშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც გარდაცვლილი მეპატრონის ოჯახს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ყიფიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი გრიგოლ ორბელიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩია.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ქართლიდამ“გორის მაზრის ქრისტიანულ სალოცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ წარმართულ წეს-ჩვეულებებზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „ევროპაში მუშტი კრივზე ჩვენებურებში მუსაიფი“.