რეგისტრირებული ფაქტები46539
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ თხოვნით მიმართა საბჭოს პრეზიდენტს, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს, შუამდგომლობა გაეწია საზოგადოებისთვის, რომ მიწათმოქმედებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის, ა. ს. ერმოლოვისა და ს. ი. ვიტტესთვის, ეთხოვა თბილისში ჩამოსვლა კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო საიუბილეო გამოფენაზე დასასწრებად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლის განკარგულებით განსაკუთრებულმა კომისიამ გუბერნიის ინჟინერის ბუტკევიჩის, თბილისის პოლიცმაისტერის, ქალაქის ინჟინერისა და კავკასიის გამოფენის კომისარ ი. ზ. ანდრონიკაშვილის შემადგენლობით დაათვალიერა კავკასიის გამოფენის მთავარი პავილიონი იმის შესამოწმებლად, შენობა რამდენად მკვიდრად იყო ნაგები.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: ზაქარია ნაბიჭვრიშვილი, ივანე კუჭაიძე და ბ. ბესოშვილი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის პლასტუნის I ბატალიონის ასისთავ პეტრე გრუზინსკის პორუჩიკის წოდება მიანიჭეს და ზაქათლის 164-ე ქვეით პოლკში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პატარა ცემში მდებარე ვახტანგ ღამბაშიძის სანატორიუმი იღებდა პაციენტებს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში პლატონ იოსების ძე ცაგარეიშვილი ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896-97 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 45 მან., მისაღები იყო 90.60 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 20 მან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 25 მან.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-97 წლებში სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 1896 წელს − 117.60 მან., 1897 წელს − 18 მან., სულ − 135 მან. და 60 კაპ. ღირებულების წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1897 წლის 21 აპრილს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 25 ცალი იოსელიანის „ლოცვანი“, თითო − 16 კაპიკად, სულ − 4 მან., 100 რვეული − 4 კაპ. − 4 მან., 25 ცალი იოსელიანის „საღვთო ისტორია“ − 40 კაპ. − 10 მან., ჯამში 18 მანეთის.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მისი მოთხოვნისა და 18 სექტემბრის საზოგადოების წერილის თანახმად, 117 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 18 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა მისწერა სამსონ ყიფიანს, რომ მისი თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ მოხსენდა გამგეობას და რადგან აღმოჩნდა, რომ მათგან ორი მესამედი ნაღდი ფულით იყო შესაძენი, გამგეობამ დაადგინა, სკოლისთვის გაეგზავნათ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები, რვეულები და დიდებულიძის არითმეტიკა, ასევე, 25 მანეთის ქვითარი. დანარჩენი წიგნები სკოლას ადგილზე უნდა შეეძინა ან შესასყიდი თანხა საზოგდოებისთვის გაეგზავნათ.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის 12 დეკემბრიდან პედაგოგი სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი თბილისის საქალებო გიმნაზიისა და პროგიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა მზურველი საზოგადოების კომიტეტის ხაზინადარი იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 სექტემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს მსახიობები: მიხეილ აბაშიძე, გ. გოჩიტაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია, თომა ზაქარიას ძე ნასიძე.