ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „ქუთაისის თეატრი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 სექტემბერს ბაქოში ბაქოს დრამატულმა დასმა შალვა დადიანის, ელო ანდრონიკაშვილის, ვიქტორ მატარაძის, დავით აწყურელისა და სხვა მონაწილეობით წარმოადგინა პიესა „სამშობლო“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ექიმმა ვახტანგ მუსხელიშვილმა 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა 100 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გრიგოლ დიასამიძემ 100 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ივანე პურადაშვილმა და ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა 25-25 მანეთი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ევგენი გეგეჭკორმა 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მარიამ საფაროვამ 3 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის წევრებმა ივანე დავითის ძე ავალიშვილმა და ზაქარია ზაალის ძე მაჭავარიანმა ქართული თეატრის აღსადგენად დრამატული საზოგადოების გამგეობას 100-100 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისა და სათეატრო დარბაზისთვის ღონისძიებათა გასამართად არჩეული კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძეს, რომელმაც ფონდის სასარგებლოდ გამართული კონცერტის მონაწილე გუნდების ლოტბარობა იკისრა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი „იორიოს ასული“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „სახალხო სახლი. „ცხოვრების გარეშე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ქართული სახიობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის მოთხრობა „უკანასკნელი სალამი!..“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უსათაურო ლექსი „როს ვისმენ ომის ამბავს საზარელს...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ XV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „პატარა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „სასაფლაოზეც“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მსახიობმა იოსებ ივანიძემ თავისი ბიბლიოთეკა, ხელნაწერი და ნაბეჭდი პიესები ქართულ დრამატულ საზოგადოებას შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტული საზოგადოების თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა მიხეილ ქორიძის რეჟისორობით ნიკო ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ წარმოადგინა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-17 წლებში იოვანე იოსების ძე გიორგაძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 ოქტომბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნინო ორბელიანისამ გადაწყვიტა, თავისი თხზულებების კრებული გამოეცა და შემოსავალი (ხარჯის გარდა) ომში დაზარალებულთა ოჯახებისთვის გადაეცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში რომან ბებიაშვილმა ქართული თეატრის გადაწვის შესახებ თავის წერილებში აღებული თანხა, 11 მანეთი, თეატრის ასაშენებელ ფონდს შესწირა.