ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44498

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „შიმშილი ქიზიყში“ გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან მოსე ჯანაშვილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი იყო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გამოიცა მოსე ჯანაშვილის „საქართველოს ისტორია“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოება გაზეთ „გუთნის დედის“ გამოცემას გეგმავდა, რომლის რედაქტორებიც ალექსანდრე ვართანოვი და ანტონ ფურცელაძე იქნებოდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მოსე ჯანაშვილი მონაწილეობდა ერეკლე II-ის გასამართლების პროცესში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თამარ მეფის შვიდასი წლის იუბილეზე მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თამარ მეფის დრო“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სამეცნიერო აკადემიამ შეიძინა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომი „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს „Хоз. На Кавказе“-ს №60-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სამეურნეო სტატია „ბამბა და მისი შემუშავება“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ერეკლე II-ის გასამართლების პროცესზე პროკურორი იყო მოსე ჯანაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებაზე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 18 ივნისს მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენის წარმომავლობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ქართველი კათოლიკეს ფსევდონიმით ბაგრატ ბეთანელის წერილი „უფ. სტადლინს“ გამოქვეყნდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 19 მაისს მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ მოსე ჯანაშვილი წევრ-კორესპონდენტად აირჩია.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ჟურნალში „Кавк. С. Л.“- ის №60-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „Рис как осушитель болот в Закавкаском округе в сельскохозяйственном отношении“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ალაზნის მინდორში არხის გაყვანაზე“ გამოქვეყნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს „Батуми и его окрестности“-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის „историко-археологические очерки Гурии, Чорохского бассеина и Чанети“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წიგნი „Тифлисское Древнехранилище“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე ჯანაშვილის „საქართველოს მოკლე ისტორია“ გამოიცა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის „Кавказский календарь“-ში გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის 1895 წლამდე დაბეჭდილი ნაშრომების სია.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით“, პეტერბურგის ფილოსოფიური საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ცაგარელმა ლექცია „ნათესაობა ქართულს ენასა და ინდო-ევროპიულ და ტურანულ ენებს შორის“ წაიკითხა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 29 იანვარს 1873“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ პეტერბურგის უნივერსიტეტში დაარსებული ქალთა ქირურგიული კლასის შესახებ ნ. გორელის ფსევდონიმით ნიკო ლომოურის კორესპონდენცია „პეტერბურღიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ჩვენი თავმოყვარეობა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ჩვენი სოფლის ხალხი და სასოფლო ბანკები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები“ გამოქვეყნდა.