ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41827

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე ზემო კალის გიმნაზიის შესახებ იმსჯელეს. მისი რევიზია მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს დაევალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მე-4 უბნის მომრიგებელი სასამართლო აუწყებს საზოგადოების გამგეობას, ნებაყოფლობით დაცალოს შმულევიჩის სახლი, სადაც მოთავსებულია ავლაბრის ბიბლიოთეკა, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გამგეობამ მდივანს მიანდო საქმის გარკვევა, ღებულობს თუ არა ავლაბრის კულტურული წრე ბიბლიოთეკას თავის გამგებლობაში. თუ 6 ნოემბრამდე ბიბლიოთეკას არ ჩაიბარებენ, უნდა გადმოიტანონ საზოგადოების ბინაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში მყოფი საქართველოს მისია თხოულობს მაჰმადიან ბავშვთათვის სასწავლებლად და დასარიგებლად 100 ცალ „დედაენას“, I ნაწილს და II ნაწილს და რამდენიმე „ბუნების კარს“, ისტორიას და ისტორიულ მოთხრობებს. საკითხს შუამდგომლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამგეობამ გადაწყვიტა, ეცნობებინა სამინისტროსთვის, რომ თხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობის წევრ ჩიმაკაძის დეპეშით შეტყობინება, გაიგზავნოს წარმომადგენელი გერგეთის სკოლის ჩასაბარებლად. გამგეობამ გადაწყვიტა, ქონების ჩაბარება მიენდო ადგილობრივი კომისიისთვის, რომელსაც მიბარებული ჰქონდა სკოლის ინვენტარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი გასწორების შესახებ. კომისია იმ აზრის იყო, რომ „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა არამარტო ენციკლოპედიური ხასიათი, არამედ ის მეთოდიც, სისტემაც მასალის დალაგებისა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან უამისოდ წიგნი აღარ იქნებოდა ი. გოგებაშვილის. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული სოფიო რაჟდენის ასული ცხომელიძე 1917 წელს დაარსებული სამების უმაღლესი დაწებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნინა ნესტორის ძე ელიაძე, კაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1917 წელს დაარსებული სამების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ანტონ ვასილის ძე ალფაიძე 1917 წელს დაარსებული სამების უმაღლესი დაწებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის კურსდამთავრებული ქსენოფონე ბესარიონის ძე ბურჭულაძე 1917 წელს დაარსებული სამების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დომენიკა ერმილოს ასული კალანდაძე, პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დიმიტრი ნესტორის ძე დუდუჩავა, ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებული, საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს არკადი ესეს ძე ხუნდაძე, ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებული, საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებელის კურსდამთავრებული მარია ნესტორის ასული დუდუჩავა საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლიუდმილა კონსტანტინეს ასული კალანდარიშვილი, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული, საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვაჟთა მესამე გიმნაზიის სტუდენტი ვალერიანე იასეს ძე ხუნდაძე საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის საზოგადო საგნების მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლუკა სოფრომის ძე ხუნდაძე საჭამიასერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აკაკი დომენტის ძე მამალაძე 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის დარაჯად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აფრასიონ ანტონის ძე მამალაძე 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მარია დომენტის ასული ინწკირველი, რომელსაც სახალხო მასწავლებლის წოდება ჰქონდა,1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ივანე ლუკას ძე მამალაძე 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვისა და ხაზვის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თამარა გიორგის ასული ბერიძე, რომელსაც ქალთა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსულისა და უცხო ენების პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მილოსი თეოფილეს ძე ჩხიკვიშვილი, რომელსაც კლასიკური გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პალადი ნესტორის ძე ტრაპაიძე, რომელსაც სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსი ჰქონდა დამთავრებული, 1917 წელს დაარსებული ხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ თევდორე რაზიკაშვილისთვის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ. მიანიჭეს და დუშეთის სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.