რეგისტრირებული ფაქტები44601
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: კირილე ჭყონია, ანდრო ჭიაბრიშვილი, ლევან ასათიანი, დარჩო სუთიაშვილი, აშოტ გალუსტიანი, ივანე ხელაძე, მიხეილ ფ. წამალაშვილი, მიხეილ მ. იშხანოვი, ნიკო გვანცელაძე, ლევან ანტ. მამულაშვილი, მელქისედეკ ლებანიძე, გიორგი რატიშვილი, იოსებ ვაცაძე, არჩილ გ. ბილანიშვილი და ალექსანდრე ავ. არუთინოვი.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადო კრება, სადაც მოხსენებით გამოვიდა კ. აფხაზი საქართველოს პარლამენტი და მისი მოქმედება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 დეკემბერს, სასახლის წინ, სახალხო გვარდიის დღეს გაიმართება სახალხო კონცერტი, თბილისის შეერთებული ორკესტრებისა კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზში პოლიტიკურ კომისიას აცნობა, რომ საქართველოში მთავრობა განახლდა. თავმჯდომარედ დაინიშნა ფილიპე მახარაძე, ფინანსთა და გარეშე კომისარი გახდა ალექსანდრე სვანიძე, სახალხო კომისარი – ბესარიონ კვირკველია, იუსტიციის მმართველი – სერგო ქავთარაძე, სამხედრო და საზღვაო კომისარი – შალვა ელიავა, სასურსათო კომისარი – მიხეილ ოკუჯავა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკმა მისწერა პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა, რომ, ს. ხუნდაძის, გიორგი გვაზავას და დ. ქებაძის ცნობით, საქართველოში მოსახლეობის მდგომარეობა საშინელია, გახშირდა თვითმკვლელობები, კრიზისია ნავთსა და ზეთზე. სურსათი ძალიან გაძვირდა. ს. ხუნდაძის გადმოცემით, 440 ჯარისკაცს თავი მენშევიკად გამოუცხადებია. კვლავ იჭერენ მენშევიკებს. დააკავეს გრიგოლ ლორთქიფანიძე, ვლ. ჯიბლაძე, კ. ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 ივნისს ნოე ხომერიკმა წერილი მისწერა,პოლიტიკურ კომისიას პარიზში და შეატყობინა,რომ ისიდორე სტურუას გადმოცემით მენშევიკებს სასტიკად სდევნიან,თედო ღლონტს დაუკარგავს თავისი ზეგავლენა ბოლშევიკურ ჯგუფებზე,ასევე არც ლასხიშვილის ჯგუფი ეწევა აქტიურ ანტიბოლშევიკურ მუშაობას.ლეო შენგელია გამოსულა ლაზიური რევოლუციით,რის შემდეგაც დაკარგა ბოლშევიკებისა და საკუთარი მომხრეების მხარდაჭრა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის ჯარები არ დაარღვევენ საზღვრებს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან თანაარსებობას. თურქეთისაგანაც მოითხოვს იგივეს, რათა განმტკიცდეს აზრი, რომ ოტომანთა ხელისუფლების პოლიტიკაში არ არის აგრესიული სურვილები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ მე-II არმიის პოლიტკომი, პანკრატოვის თავმჯდომარეობით მოითხოვს რეპრესიებისა და კონტრევოლუციის ერთბაშად აღმოფხვრას,რასაც სამოქალაქო ჩეკა ეწინააღმდეგება.ასევე სხდომაზე დაუდგენით მოკვლა რამდენიმე პირისა: ნოე რამიშვილი, მ. ჩხენკელი, ვ. ჯუღელი, კელიასა და აცლიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ფერიზ ვექილოვის, აჰმედ ცალიკოვის და რუსტამბეკოვის გადმოცემით, ანგორაში მეტად სასტიკად ებრძვიან ბოლშევიკებს. საქართველო სომხებთან, მთიელებთან და აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ერთად იმოქმედონ ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებდნენ მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე ფუად კონდუხოვი და გენერლები: ხალილოვი და გადჯიბეგოვი.