რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაეწყო სამზადისი დეკემბერში სალიტერატურო სალამის გამართვასთან დაკავშირებით. გამგეობამ კონცერტის ორგანიზება ოლღა ჭავჭავაძეს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის პედაგოგ თამარ ჯორჯაძის თხოვნა სხვადასხვა საბავშვო საკითხავი წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თ. ჯორჯაძეს გაუგზავნა წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს ინსტრუქცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მართვის შესახებ, რომელიც გამგეობამ გაუგზავნა ქუთაისისა და სენაკის სკოლებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე დაადგინეს, რომ ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში გადაეცათ 173 მანეთი და გადაეხადათ ქირა, 204 მანეთი, კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 118 მან., ანტონ გოგიაშვილს – 1 მან., ახალციხის ბიბლიოთეკას – 3 მან., უდის ბიბლიოთეკას – 4 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 7 მან. და ი. დიასამიძეს – 6 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა და საქმის მწარმოებელმა მ. ჩუბინაშვილმა ხელი მოაწერეს ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანის ნამსახურების სიას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების გამგეობას სურს, მას, ვისაც სოფლებში წიგნების გაყიდვა დაევალება, მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლებაც შეეძლოს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე 50 წევრის შეკრების შემთხვევაში თავმჯდომარემ სხდომა შემდგარად უნდა გამოაცხადოს. თუ დანიშნულ დროს საათზე მეტი გადასცდა და 50 წევრი არ შეგროვდა, ყრილობა უნდა დახუროს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ გამომსვლელს საუბარი უნდა შეაწყვეტინოს, თუ კანონისა და წეს-დებულების საწინააღმდეგო რამეს ამბობს.
1886
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თუ საერთო ყრილობის სხდომაზე გამომსვლელი განსახილველ საკითხს გასცდა, თავმჯდომარემ უნდა შეახსენოს საკითხი, თუ გაიმეორა – გააფრთხილოს, მესამედ კი იმ საქმეზე საუბრის უფლება ჩამოართვას.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვისას გამოთქმული აზრები თავმჯდომარემ მოკლედ უნდა გაიმეოროს და საკითხის გადაწყვეტა მოითხოვოს. გადაწყვეტილება დაფარულად ან ცხადად უნდა მიიღონ. ფარულში იგულისხმება კენჭისყრა, ხოლო ცხადში – გადაწყვეტილების გამოხატვა ადგომით ან ხელის აწევით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალში განხილულია ბათუმის სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ვოლსკის ანგარიში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გადაწყდა, სოფლებში წიგნების დამტარებლის დაქირავების ნაცვლად საზოგადოებას აგენტების საშუალებით წიგნები უფასოდ დაერიგებინა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1894 წელს სოფლებში წიგნების გასავრცელებლად 300 მანეთი გამოყო.