რეგისტრირებული ფაქტები41071
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე თავის მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა ანეტა ქიქოძე იყო, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულს სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
1916
ტიპი: ღონისძიება
თეატრის პატრონმა და სცენის თავდავიწყებით მოყვარულმა გერმანე გოგიტიძემ 1918 წლის სეზონისათვის მიიწვია ბათუმის დრამატული საზოგადოების მსახიობთა დასი, რომელსაც მეთაურობდა ვალიკო შალიკაშვილი. დასი სისტემატურად ივლიდა ოზურგეთში და ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენებს გამართავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ილია გრიგოლის ძე კალანდაძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ექსპედიტორის თანამდებობა ეკავა და მისი ხელფასი 5875 რუბლი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვალენტინა ნიკოლოზის ას. ტორანსკაიას მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავა მემანქანის თანამდებობა, მისი ხელფასი შეადგენდა 2680.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნატალია დიმისტრის ას. ნიქოძესა და მერია დიმიტრის ას. ქვლივიძეს მზრუნველობის სამინისტროს სავაჭრო განყოფილებაში ეკავათ რეგისტრატორის თანამდებობა, მათი ხელფასი იყო 2980 რუბლი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შალვა გიორგის ძე რამიშვილი მზრუნველობის სამინისტროში სავაჭრო განყოფილების დირექტორი იყო და მისი ხელფასი 11. 500 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი პირველი კავკასიური კინომატოგრაფიული ამხანაგობა „კინოსოიუზის“ გამგეობის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
ა. ვ. ფაღავა მომარაგების სამინისტროს საქონლის გამცემი განყოფილების კანცელარიის მმართველად მუშაობდა და 5875 რუბლი ჰქონდა ხელფასი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.
1924
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებებში წერს, რომ 1924 წელს მან ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლესთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან გაგზავნა მეგობარი ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი გასაგებად. გზად მას ქაქუცას ძმა სიკო ჩოლოყაშვილი შეხვდა, რომელმაც უამბო, რომ ქაქუცა 6 კაცთან ერთად ალვანის ტყეებში იმყოფებოდა. იმ დროისთვის კი ვაზნების წასაღებად თელავში წასულიყვნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს სოფელ ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ისინი ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს რომან ამირეჯიბი ტყვიამფრქვეველთა გუნდის უფროსად დანიშნეს, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი – მის მოადგილედ.
1900
ტიპი: ავტორობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1900-1903 წლებში წიგნებად დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „ანჟელინა“ (მოთხრობა საფრანგეთის პროლეტარიატის ცხოვრებიდან), „სუმბელი“, „ევროპის მეაბრეშუმეობა“, „შავი ქვის საქმე“, „სამი გმირი“ და „ვიზიტი“. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.