ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41323

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს რომან ამირეჯიბი ტყვიამფრქვეველთა გუნდის უფროსად დანიშნეს, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი – მის მოადგილედ.

1900

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1900-1903 წლებში წიგნებად დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „ანჟელინა“ (მოთხრობა საფრანგეთის პროლეტარიატის ცხოვრებიდან), „სუმბელი“, „ევროპის მეაბრეშუმეობა“, „შავი ქვის საქმე“, „სამი გმირი“ და „ვიზიტი“. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანმა სკოლებისთვის შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინი) და ორი ისტორიული რომანი: „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“.

1923

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი ბათუმში ცხოვრობდა და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ-ფრანგული ენის ლექტორად მიიწვიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს სიმონ ქვარიანი შრომის გმირის ორდენით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა საჯავახოდან წამოსვლის შემდეგ მის ასეულში მყოფ შარაშენიძეს ქართლში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ხიდისთავში ისინი კომუნისტების პირველ კრებაზე აღმოჩნდნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს სიმონ ქვარიანი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში, სადაც კოოპერატიული გამგეობა „შრომის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა მიიწვია სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად და მას სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სიმონ ქვარიანმა მუშაობა დაიწყო ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში, სადაც მადნის მუშა-მზიდავთა და წვრილ მრეწველთა ინტერესების დასაცავად ძლიერი ოპოზიცია ჩამოაყალიბა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს საქართველოში დაბრუნებულმა სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ქუთაისში ამხანაგობა „ზღვარი“ დააარსა, ამერიკული ვაზებისა და ნამყენების საჩქოლე (სანერგე) შექმნა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ალექსის ძე ქვარიანმა ჩააბარა დამამთავრებელი გამოცდები უნივერსიტეტში მწერლობის ფაკულტეტზე საფრანგეთში.

1987

ტიპი: განათლება

სიმონ ქვარიანმა უმაღლესი აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. ის საფრანგეთში 1887 წელს გაემგზავრა და სწავლობდა ჯერ ქ. ლიონში, შემდეგ – მონპელიეში, ბოლოს კი – პარიზში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის უფროსი კლასის მოსწავლეებს სოც. პოლიტ. საკითხებზე რეფერატებს უკითხავდა. ამ წრეში ხანდახან მიდიოდა და კამათში მონაწილეობდა 16 წლის სოსო ჯუღაშვილი.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წელს მთავრობამ განმეორებითი თხოვნით მიმართა დავით ჭავჭავაძეს სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიამ კი მის უარს ისევ სამშობლოსთვის დახმარების აღმოჩენის თხოვნით უპასუხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წელს მთავრობამ დავით ჭავჭავაძეს ცხენოსანი ჯარის შექმნა სთხოვა, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა. ალექსანდრე სულხანიშვილის ცნობით, ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბებისა და ჯარში მტკიცე დისციპლინის დამყარების უფლებას. მთავრობა ამ პირობებზე არ დათანხმდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 მარტს ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა, სადგურ ნატანებში წასულიყო და ოსმალებისთვის მდინარე ჩოლოქის გადმოლახვაში ხელი შეეშალა. იგი მაზნიაშვილს დაჰპირდა, რომ საჭირო ძალებს მიაშველებდა.