რეგისტრირებული ფაქტები41018
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ა. შერლინგი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მუსიკის თავისუფალი გაკვეთილების მასწავლებლად დანიშნეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით. მოადგილეებად კი − ნიკოლოზ ჭუმბურიძე და ძამაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში გაიმართა ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო. კრება გახსნა თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძემ, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში ზუბალაშვილის სახალხო სახლში გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობის გახსნაზე შეიკრიბნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მუშები და სხვ. მათ ჰქონდათ ეროვნული და წითელი დროშები. ყრილობა შტაბის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გახსნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ სექტემბერს აჭარის დელეგაციის პატივსაცემად გამართულ დარბაზობაზე სიტყვით გამოვიდნენ ისკანდერ ცივაძე, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია. თამადობდა ბენია ჩხიკვიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სასტუმრო „ორიენტში“ აჭარის დელეგაციის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მემედ-ბეგ აბაშიძე, რაუტი გამართა. რაუტს ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ისკანდერ ცივაძე და ნიკო ნიკოლაძე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ვერის დაღმართზე საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ №20-ს, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს, რომლებიც გასკდა. ბარათოვი ფეხში, ხოლო ოდიშელიძე სახეზე დაიჭრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ღამით ბოროტმოქმედებმა, როცა სასწრაფო მატარებელს უნდა გამოევლო, ლიანდაგი აყარეს სადგურ ქსნიდან 2 ვერსის მანძილზე. ვაგონი ხევში გადაეშვა, ოცმა ბოროტმოქმედმა დაიწყო მგზავრების ძარცვა. ავარიის შედეგად დაიღუპა მემანქანე, მისი თანაშემწე და კორესპონდენციის კონდუქტორი. მალე მცხეთიდან მოვიდა ჯავშნიანი მატარებელი და დაიწყეს სროლა. აქვე მოვიდნენ გზის მინისტრი და სხვა გვარდიელები. დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 სექტემბერს აჭარის დელეგაცია წარუდგა საზავო კონფერენციის საგანგებო უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს და ბრიტანეთის პოლიტიკური მისიის თავმჯდომარეს, უორდროპს. დელეგაციას კარგად შეხვდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ყუბანის სამხარეო მთავრობის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორ ლუკა ლავრენტის ძე ბიჩს ბოდიში მოუხადა, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქართველ ერს არ დაივიწყებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის სექტემბერში გაიხსნა საქართველოს ერობების წარმომადგენელთა II ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 13 ერობა, სოხუმის ოლქისა და რაჭის მაზრის დელეგატების გარდა. ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ონიაშვილი, მოადგილეებად – შიო ჭანტურიშვილი და ლეო შენგელაია, მდივნებად – დ. ჩხეიძე და მენაღარიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში ბათუმში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაემგზავრა დელეგაცია, რომლის წევრები იყვნენ გიორგი გვაზავა, ილია ოდიშელიძე და გრიგოლ რცხილაძე. სტუმრების თქმით, ისინი შეეცდებოდნენ, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს საზღვრები და ოსმალეთსა და რუსეთთან მოლაპარაკების დროს ეშუამდგომლათ.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს: რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი იუსუმბეკოვს აზერბაიჯანულად მიესალმა და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გაიმართა რაუტი, რომელსაც დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მამედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.