რეგისტრირებული ფაქტები46293
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის წევრები – ტიტე ართმელიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი, კოოპ. კავშირის კინემატოგრაფიული განყოფილების გამგე გერმანე გოგიტიძე და მხატვარი კონსტანტინე ქავთარაძე გაემგზავრნენ ბათუმ-აჭარაში მყოფი სამხედრო ნაწილებისთვის ფილმების საჩვენებლად და საუბრების გასამართად. მათთან ერთად ჩავიდა ფრონტის დღის დამხმარე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ჟორჟოლიანი, შემდეგ გაემგზავრნენ აჭარის წყალზე, ქედაში. ღამე გაათენეს წითელჯვრის საავადმყოფოში, სადაც ექიმად იყო ბ. იაშვილი. სექცია 10 აგვისტოს დაბრუნდა თბილისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სახელმწიფო ბანკისთვის 50 მილ მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ იგი მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბერს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან (ბრძ. N 166) დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად კონსტანტინე ანთაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ ოქტომბერს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ოქტომბრის N 291 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა წარმოადგინოს კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები. ის დროებით დაშვებულია ქართული ენის მასწავლებლად გიმნაზიის დაბალ კლასებში.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 8 ოქტომბერს, ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ნ. კვინიკაძე, უმაღლეს და საშუალო სკოლების ბ-ნ მთავარგამგეს წერს, რომ კონსტანტინე ანთაძე წელს ბ-ნ მინისტრის ამხანაგის განკარგულების თანახმად, თავად გაგზავნა ქ. თბილისში საშუალო სასწავლებლებისთვის მოწყობილ კურსებზე. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნ. კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ თებერვლამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის დაბალ სკოლაში მუშაობდა.
1904
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ცხრაწყაროს სამრევლო სკოლაში მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ კონსტანტინე ანთაძე ქართული ენის გამოცდილ მასწავლებლად ითვლებოდა. მან მთავარგამგეს სთხოვა, ანთაძე გამოერიცხათ როგორც სჯულის მასწავლებელი და დაბალი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაენიშნათ ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე ანთაძე მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა. პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, ანთაძეს ჩაბარებული ჰქონდა ქართული ენის გაკვეთილები პირველ, მეორე და მესამე კლასებში 1917-1918 სასწავლო წლის განმავლობაში. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ კვინიკაძე და მდივანი ტერ. დუგლაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის – ევგენი გეგეჭკორის – 2 ოქტომბრის ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია იმ სისხლისღვრით, რაც დენიკინის წინააღმდეგ აჯანყებულ დაღესტანსა და ყოფილი მთიელთა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ხდება და საერთაშორისო მისიებს სთხოვს ჩაერიონ მღელვარების გამომწვევი მიზეზების დიპლომატიური გზით გადაჭრაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლად მზარდი ანარქია საქართველოს დამოუკიდებლობასაც უქმნის საფრთხეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა 1919 წლის 2 ოქტომბერს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა შემდეგ ოფიციალურ პირებს: პოლკოვნიკ ჰასკელს (გასკელს) – მოკავშირეთა უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, ოლივერ უორდროპს – დიდი ბრიტანეთის უზენაეს კომისარს ამიერკავკასიაში, გაბას – იტალიის სამხედრო მისიის მეთაურს ამიერკავკასიაში, ასევე – საფრანგეთისა და საბერძნეთის სამხედრო მისიათა ხელმძღვანელებს ამიერკავკასიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1915 წლიდან სოლომონ ანდღულაძე ოზურგეთის ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მსახურობდა. ის გიმნაზიის კერძო სასწავლებლის სახით გახსნის დღიდან იქ მუშაობდა და ორგანიზაციულ საკითხებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 აგვისტოს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, გიმნაზიის მასწავლებელს სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის N 86 ბრძანების თანახმად, ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელს, მღვდელ სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დ. მესხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის უფროს კლასებში ქართული ენის კლასის მასწავლებლისა და სააღმზრდელო მოვალეობას სოლომონ ანდღულაძე ასრულებდა. მას წაკითხული ჰქონდა უამრავი ქართული წიგნი, მოეპოვებოდა საკუთარი მდიდარი წიგნსაცავი. ლიტერატურას ნაყოფიერად ასწავლიდა, გაკეთილის ახსნის დროს სალიტერატურო ენით საუბრობდა და ამავე ენით ასაუბრებდა მოსწავლეებსაც, რომელთა მოსმენა მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სემინარიის სტუდენტს, უმრევლო მღვდელს, ქართული ენის შტატის მასწავლებელ სოლომონ ანდღულაძეს მინდობილი ჰქონდა ქართული ენის 9 გაკვეთილი მე-5 კლასში (პროგიმნაზიულ კლასში).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსი ან. მგელაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა, რომ სოლომონ ანდღულაძე საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე დაეტოვებინათ ქალთა გიმნაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაჟთა გიმნაზიის შტატის მასწავლებელი იყო. მათ არ ეგულებოდათ მომზადებული პირი, რომელიც საქმისმწარმოებლის თანამდებობას დაიკავებდა მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში.