ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით (N163) თევდორე კიკვაძე თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 162 ბრძანებით სოხუმის საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგი ი. გუბანოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N162 ბრძანებით სოხუმის საოსტატო სემინარიის მათემატიკის პედაგოგი ალექსანდრე ისიდორეს ძე პაპავა თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N161 ბრძანებით, ხაშურის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად ქ. შატბეროვისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N160 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად ელისაბედ ანდრუშკევიჩი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N160 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად ნინო გონიევისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 160 ბრძანებით თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად კ. კორსაკი დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 160 ბრძანებით თამარ ალექსი-მესხიშვილი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიაში არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 159 ბრძანებით ი. მაჭავარიანი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 159 ბრძანებით ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N159 ბრძანებით ბ. ჟორჟოლიანი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 158 ბრძანებით ალექსანდრე რჩეულიშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 158 ბრძანებით თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ელენე ორლოვისა თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N158 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის მაჰმადიანური საგნის მასწავლებელი ეფენდი-ზადე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ნინო მერაბ ლორთქიფანიძის ასული თავდგირიძისა დაარსებიდან განაგებდა ქუთაისის ეპარქიის დედათა სასწავლებელს, საიდანაც თბილისში იმავე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. მან თავისი მამული (სასკოლო მიწა აჭარაში და ტყე აცანაში) აკეთის სკოლას იმ პირობით შესწირა, რომ საზოგადოებას იქ სამეურნეო სასწავლებელი გაეხსნა, რაც მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა აპ. წულუკიძის ნეკროლოგი საზოგადო მოღვაწესა და ქველმოქმედზე, პედაგოგ ნინო მერაბის ასულ ლორთქიფანიძე- თავდგირიძისაზე.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 27 ივნისს გერმანიაში შალვა მაღლაკელიძე ნოე ცინცაძესა და „ამერიკული კომიტეტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მას მიაჩნდა, რომ სექტემბერში საერთო საქმიანობას დაიწყებდნენ და გაიოზ მაღლაკელიძესთან თანამშრომლობა დასჭირდებოდათ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 26 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში იყო ჩასული და მან რუსებთან „ამერიკული კომიტეტის“ დავალებით კონფერენცია ჩაატარა.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 30 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ალშიბაიას შეხვდა და პირობა ჩამოართვა, რომ წერილებს სრულად გადასცემდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას შეტყობინება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ: ევგენი დარისპანის ძე ანთელავა გარდაიცვალა ჭლექით, დავით და სოლომონ ჩიჯავაძეები არ დაუპატიმრებიათ და საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ტუსკია, ნესტორ დუმბაძე, ივანე პროკაშვილი, პეტრე ცოვიანოვი, ყურულაშვილი, კობრავა, მიქავა, ძიძიგური, ელიავა, დანელია, შკიპერი, კოხრეიძე, პოლკოვნიკი ხორანოვი, ვაჩნაძე, ექიმი იაშვილი; ჰპირდებიან ოფიცრების – ავალიანის, ბაბულაიშვილი, დვალის გათავისუფლებას.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წლის 7 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დათიკო ბერძენიშვილისა და გიორგი საჯაისგან მოიკითხვა გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აგვისტოს დამფუძნებელი კრების წევრები: ისიდორე რამიშვილი, ივანე ტატიშვილი, გიორგი გაგლოევი მეჯვრისხევში, სახალხო ყრილობაზე, გააკეთებენ მოხსენებებს საქართველოს თანამედრ. მდგომარეობის შესახებ, იუწყება „დროება“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.

1952

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1952 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ 13 ან 14 ნოემბერს მიუნხენში ნოე ცინცაძეს შეხვდებოდა.