რეგისტრირებული ფაქტები45069
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა გოდერძიშვილი-ბერიძისა ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელს, კარპეზ იოსების ძე ბერიძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება. 1919 წლის პირველი სექტემბრიდან კი იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტიუმენევი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ტახუმოვი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N152 ბრძანებით ა. გ. მამულაშვილი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით ზიუძიკი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით, ალექსანდრე ფელიქსის ძე პოტემკოვსკი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ანგარიშის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით კორნიევსკი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის სუფთა წერის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით კაჩმერჟევსკისა თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 152 ბრძანებით კ. ე. კაპუსტინი თბილისის ფონ-ბრენნერის რეალური სასწავლებლის მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 152 ბრძანებით კ.ი.ერზიკიანცი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N 152 ბრძანებით მ. ი. დიაჩკოვი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ხატვის პედაგოგად დინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით ბ. ი. დუბოვსკი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 30 ნოემბრის N152 ბრძანებით ი. ლ. ბრენერი თბილისის ფონ-ბრენერის რეალური სასწავლებლის კომერციული არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ვუკოლ ბერიძე თბილისის საოსტატო ინსტიტუტის ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ქეთევან მირიანაშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით თამარ თაყაიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით გიორგი ეგნატიევი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ფიზკულტურის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით ოლღა თედეშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით თამარ თურქისტანიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N 151 ბრძანებით გიორგი სვანიძე თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 29 ნოემბრის N151 ბრძანებით სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.