ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 30 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათ გარეშე ნოე ცინცაძეს ამერიკულ კომიტეტში საქმის გაძღოლა გაუჭირდებოდა. 

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ უარყო ამიერკავკასიის დელეგაციის განცხადება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მიმდინარე კონფერენციის მიზნად კი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების საფუძვლის მომზადება დაასახელა. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დატოვებული მეუღლის მასწავლებლად დანიშვნას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ნოემბრის განათლების მინისტრის N 79 ბრძანებით, გერმანე პავლეს ძე ბარახი რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგად დამტკიცდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1918 წლებში ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ვალერიან გამყრელიძემ სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად გასაგზავნ ახალგაზრდათა ჯგუფში შეყვანას სთხოვდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 ოქტომბერს სასწავლებელთა დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ნებას რთავდა ხსენებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლის თანაშემწე ე. ა. გამრეკლისთვის თვიურ ჯამაგირად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 600 მანეთი დაენიშნა.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წლის აპრილში დავით შარაშიძემ საფრანგეთში შეიტყო გიორგი და ასინეთა ქიქოძეების შვილის, ნადია ქიქოძის გარდაცვალების ამბავი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს სასწავლებელთა მთავარგამგემ თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორს ნება დართო, გიმნაზიის სახსრებიდან ლ. ნ. გამოვასთვის დახმარების ოთხი ათასი მანეთი გამოეწერა.