ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი სტატუსი

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ანტონის ძე მიქელაძე ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელ პირად წარადგინა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, კიტა გიორგის ძე აბაშიძე და ივანე გედვენის ძე გომართელი გრიგოლ დადიანის პრემიის სამწერლო კომისიის წევრებად აირჩიეს (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 21 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილი, კალისტრატე ცინცაძე და სერგი გორგაძე აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საისტორიო კომისიის წევრებად (მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი).

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 14 იანვარს იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ საკუთარი სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა დატოვა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების მისამართით ფოსტით გაგზავნილ კორესპონდენციებზე ვექილობა მიანდო.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს პეტრე მამრაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ აღარ ყოფილიყო ავლაბრის ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელი პირი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1910

ტიპი: სტატუსი

1910 წელს ნინო ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავს ანებებდა ქალთა კომისიის წევრობას.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 23 დეკემბერს დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და პეტრე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამუზეუმო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფშიძე მსახიობ – ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს უნდა დასწრებოდა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 16 ივლისს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მომრიგებელ სასამართლოში საზოგადოების საქმეების საწარმოებლად სრული ვექილის უფლებამოსილება მიანიჭეს.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დროებით გამგეობის თავმჯდომარეობა დაეკისრა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საისტორი-საარქეოლოგიო სექციას მიმატებოდა ახალი წევრი – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ბუღდან აბოევი, ივანე ავსაჯანოვი, გიორგი აღნიაშვილი, მიხეილ აგლაძე, ილია აგლაძე, ესტატე ავალიშვილი, კონსტანტინე აბდუშელიშვილი, მიხეილ ამირიძე, სარქის ამირბეგოვი და ივანე აბაშიძე ვალდებული იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გრიგოლ დიასამიძე, მიხეილ ედიბერიძე, მიხეილ ელიზბარაშვილი, ვლადიმერ ელიავა, სიმონ ეჯოშვილი, სპირიდონ ვირსალაძე, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ ვასილიევი, სამსონ ვაშაყმაძე და თამარა ვაშაყმაძისა ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ ბოცვაძე, გიორგი ბერაძე, დარია გძელიშვილი, კალისტრატე გოგუა, მარიამ გაბაშვილი, მიხეილ გოგლიძე, იოსებ გველესიანი, ივანე გომელაური, ელენე გვარამაძე და ალექსანდრე გარსევანიშვილი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით გარსიაშვილი, ანა გვარამაძე, ივანე გიუნაშვილი, მარიამ დემურია, ილია დურგლიშვილი, დავით დვალი, ძაღუნ დოლიძე, გიორგი დავითაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი და კონსტანტინე დვალი ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე გამრეკელი, სევასტი გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გარაყანიძე, პლატონ გუგუნავა, ვალერიან გუნია, გაბრიელ გულისაშვილი, სპირიდონ გორდელაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ გოგიტიძე და მიხეილ გედევანიშვილი ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ეკატერინე და კონსტანტინე მესხები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით, ილია, მარიამ, ნინო და სიმონ მაჭავარიანები ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები – ანტონ და ნოე თოთიბაძეები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 3-3 მანეთი.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ივანე და ელისაბედ თულაშვილები ვალდებულნი იყვნენ ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ, თამარ და კონსტანტინე თავართქილაძეები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ილია ზარაფიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ბაგრატ თოროზოვი, აბელ იაშვილი, ზაქარია ილაშვილი, იოსებ ივანიძე, გიორგი კვიკვიძე, ალექსანდრე კრინიცკი, სიმონ კევლიშვილი და მიხეილ კაჭარავა ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1908

ტიპი: სტატუსი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი კაციაშვილი, პავლე კურცხალია, ნიკოლოზ კიკნაძე, დეომიდე კილაძე, მიხეილ კასრაძე, ილია კვინიხაძე, ნიკოლოზ კაიშაური, პატრე კვირიკაშვილი, ალექსანდრე კვალიაშვილი და ვასილ კანტიძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.