ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ეკატერინე გაბაშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, აგვისტოს 20-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „რჩევა“ გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სვიმონ ყიფიანმა პიესა „ხულიგანი“ დაწერა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელმა მადლიერებით მოიხსენია თედო სახოკია, რომელმაც პირნათლად შეასრულა დანაპირები და შიოს ვარშავაში დახმარება გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ IX ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „განჰქრენ წუთნი...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „კახეთი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „როგორი თეატრი შეგვფერის და როგორ ავაშენოთ?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „მონობიდან განთავისუფლება (ბატონ-ყმობის მოსპობა 1864 წლის 8 გიორგობისთვეს)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „ქუთაისის ქართული თეატრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „კონსტანტინე გრიგოლის ძე შერვაშიძის ხსოვნას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (სუნთქვა) I ნაწილი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ ჭელიშური ვარიანტი, რომელიც პირველად თავად აღმომჩენმა შეისწავლა და გამოსცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს სარგის კაკაბაძემ ორ წიგნად გამოსცა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წიგნში რაჭის ეკლესია-მონასტრების კუთვნილი მრავალი სიგელ-გუჯარი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ დეტალურად აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერი წიგნები, ასევე ნივთ-სამკაუკლები და მოგვიანებით ჟურნალებში „განთიადსა“ და „ცხოვრებაში“ გამოაქვეყნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს არისტო ქუთათელაძემ ჟურნალ „მოამბეში“ გამოაქვეყნა სტატია ნიკორწმინდისა და აგარის ტაძრებისა და მათში დაცული ნივთსამკაულების შესაბებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902-03 წლებში ამბროსი ხელაიამ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსებისა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრების პირველი ქრონოლოგიური რიგი შეადგინა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს არისტო ქუთათელაძის მიერ ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ავტორს ნიკორწმინდისა და აგარის ტაძრების ისეთი ხელნაწერები აქვს შესწავლილი, რომლებიც არც ადრინდელ და არც შემდეგდროინდელ მკვლევრებს არ აქვთ ნაშრომებში მოხსენიებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919-20 წლებში რაჭის ეკლესია-მონასტრების დათვალიერების დროს ექვთიმე თაყაიშვილმა გაასწორა ბევრი შეცდომა, რომლებიც წინამორბედმა მკვლევრებმა დაუშვეს წარწერების ამოკითხვისა და სხვადასხვა ნივთის დათარიღებისას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე შალვა მიქელაძე და ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა სიტყვით გამოვიდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „ბრძოლის ველზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე იოსებ გედევანიშვილმა მოხსენება გააკეთა დამწვარი თეატრის აღდგენის საქმის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ X ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VII ნაწილი.