ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41666

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით,ექვთიმე თაყაიშვილმა სიტყვით მიმართა პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც დამფუძნებელი კრების სხდომას დაესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა კონსტანტინოპოლში საქართველოს შსს-ს წინაშე დენიკინის მიერ გადასახლებული ყუბანის რადის წევრებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოეტმა სერგეი მიტროფანეს ძე გოროდეცკიმ ლექცია-მოხსენება „ახალი ქართული პოეზია“ წაიკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შსს მინისტრმა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა გორში, სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის ეზოში მოწყობილ მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრის რაჟდენ მათეს ძე არსენიძის განკარგულებით თბილისის №1 საპყრობილეში რევიზია გაიგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დეკანოზ ნიკიტა თალაქვაძის განცხადებით, ანჩისხატის ტაძრის ეზოს 1919 წლის საბინაო დავთარი დაიკარგა.

1920

ტიპი: ავტორობა

„საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 1920 წლის მაისიდან ქართულ ბეჭდვით ამხანაგობას ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას სრულ თხზულებათა კრებულის (15 ტომი) გამოცემა უნდა დაეწყო. თვეში ერთი ტომი დაიბეჭდებოდა. ფასი: 55 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის პირველი მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პედაგოგისა და ენციკლოპედისტის, ივანე პავლეს ძე როსტომაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „პედაგოგიკა და ფსიქოლოგია“ გამოვიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ რუსეთში საქართველოს რესპუბლიკის ელჩ გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძეს ზავის დადება დეპეშით მიულოცა. ის დარწმუნებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველგვარი გაუგებრობის აღმოფხვრაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ სასამართლო უწყების ყველა დაწესებულებას აცნობა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული არც ერთი შუამდგომლობა არ განიხილებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობამ რესპუბლიკის თავმჯდომარეს მისასალმებელი დეპესა გაუგზავნა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების წევრები – ფირცხალავა, გომართელი და ჭელიძე – ლეჩხუმიდან იტყობინებიან, რომ ხალხი სამშობლოს დასაცავად ერთხმად მომართულია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებამ ბიბლიოთეკის გასახსნელად ადგილობრივ თვითმმართველობას ერთი ოთახის დათმობა სთხოვა. თხოვნას ხელს აწერს ხელმძღვანელი სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა პოემა „ბუმბერაზები“ (ლენინ-სტალინი) და ორი ისტორიული რომანი: „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანმა სკოლებისთვის შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“.

1900

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1900-1903 წლებში წიგნებად დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „ანჟელინა“ (მოთხრობა საფრანგეთის პროლეტარიატის ცხოვრებიდან), „სუმბელი“, „ევროპის მეაბრეშუმეობა“, „შავი ქვის საქმე“, „სამი გმირი“ და „ვიზიტი“. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა პუბლიცისტურ და პოლიტიკური ხასიათის წერილებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 დეკემბერს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი ჟურულმა და კომიტეტის წევრმა ბ. ა. პაპავამ სააქციო საზოგადოება ჭიათურის მარგანეცწარმოების სახელზე გააგზავნეს წერილი, რომელშიც ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება ”ჩემოს” კომიტეტი მარგანეცმწარმოებლებს 7. 050 ათასი ტონა მარგანეცის გამოტანის უფლების გაგრძელებას სთხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 ივლისს პედაგოგმა სერგეი გრიგორგის ძე ალდადანოვმა სახალხო განათლების სამინისტროს ამხანაგობა „კინოსოიუზიუსთვის“ თბილისში კინემატოგრაფისტთა კურსების გახსნის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აგვისტოს კინომექანიკოსთა კურსების გამგე სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი სახალხო განათლების სამინისტროს კურსებზე ლექციების წასაკითხად უმაღლესი განათლების მქონე პირების ვალერიან იოსების ძე გულიანიცკისა და ვსევოლოდ თეოდორეს ძე მასალოვის მოწვევას ატყობინებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 სექტემბერს სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი სახალხო განათლების სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში წერადა, რომ კინომექანიკოსთა ლექციები ყოველდღიურად, საღამოს 6-დან 8 საათამდე ვერის დაღმართზე, №-29-ში მდებარე კინემატოგრაფისტთა ამხანაგობა „კინოსოიუზის“ შენობაში იმართებოდა.