ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, კარლო სიმონის ძე ჩხეიძე და პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე მესამე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროოს წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 12 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და კარლო სიმონის ძე ჩხეიძე მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 12 აპრილს შ. მესხიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ალ. ლომთათიძე ქართული კულტურის საზოგადოების კავშირის გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.