ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41039

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვამ იგი ქუთაისში დაარსებულ საკუთარ პანსეონში ლათინური ენის მასწავლებლად მიიწვია. მაღლაკელიძე იქ უხელფასოდ მუშაობდა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისში არსებულ სონია ტვეციშვილის პანსეონში, ფირალოვის შესახვევში არსებულ პანსეონსა და სტეფანე კომპანინის თბილისის ქუჩაზე არსებულ პანსეონში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველო ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, საზოგადოება მთლიანად თავისუფლდებოდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული). გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 აპრილს დ. ხაშურში ჩატარდა ქალთა წრე „მანდილოსანის“ კრება, სადაც სიტყვით მიესალმა ქ. ყიფშიძე და ითხოვა აერჩიათ კრების თავმჯდომარე. თავმჯდომარედ აირჩიეს ქალ. ფ. ბახტაძე, მდივნად ქ. თავაძე. თავმჯდომარემ წაიკითხა ქალთა წრის წესდება, რომელიც მიიღეს შეუსწორებლად, ქ. ჩიქოვანმა კრებას წარუდგინა წარსული წლის ანგარიში. კრებამ აირჩია გამგეობის ახალი წევრები: ქ. ქ. ძნელაძისა, მანჯავიძისა, მარიამიძისა, კარბელაშვილისა, ბასიევა, ფრანჩუკისა, კლდიაშვილისა, კვალიევისა, ახალკაცი, ხოზბეროვისა, ყაჭეიშვილისა. მათ კანდიდატებად: ქ. ჩიქოვანი, ყიფშიძე, თავაძე, ბახტაძე, ჯიბლაძე. სარევიზიო კომისიაში: ქ. ქ. ჭუმბურიძისა, იოსელიანი, გვერწითელისა. მათ კანდიდატად ქ. მაჭავარიანი. კრებაზე გამოჩნდნენ მამაკაცები და მოითხოვდნენ დაშვებს, ქალებმა კენჭი უყარეს საკითხს და ერთხმად გადაწყვიტეს არ დაშვება. მამაკაცებმა დატოვეს დარბაზი გარდა ერთისა, ბ. მარიამიძე მოითხოვდა დაეშვათ როგორც კორესპონდენტი. მან კრებაზე შეიტანა პოლიტიკური განხეთქილება თავისი ცოლის მეშვეობით. ერთმა ქალმა ყველას მოუწოდა გონიერებისკენ და დაპირდა, რომ რეცენზია გაეგზავნებოდა უპარტიო გაზეთს, „ხმა ქართველი ქალისა“. ამის შემდეგ კრებამ განაახლა მუშაობა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ ამავე გაზეთის სასარგებლოდ შემოსწირა 10 მან., მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს არტემ ახნაზაროვი იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტში 19 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე დანიშნულია ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კრება.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის მიერ მოწვეულ კრებაზე მარიამ ყაუხჩაშვილის გიმნაზიის დარბაზში 19 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე თბილისში გასაგზავნად დელეგატად აირჩიეს კატო ნიკოლაძე, მის კანდიდატად კატო მიქელაძე. პირველის ავადმყოფობის გამო ყრილობას დაესწრო კატო მიქელაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 5 თებერვლის N4 გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს, რომ მიიღება ხელმოწერა ამავე გაზეთზე, რომლის წლიური ფასია 12 მან. ნახევარი წლისა – 7 მან. სამი თვის – 4 მან. ერთი თვის – 1 მან. 30 კაპ. ხელმოწერა შეიძლება ქ. ქუთაისში, რედაქციის კანტორაში პუშკინის ქ. N12 ქეთო მარუაშვილთან, რაჟდენ გიორგის ძე სვანაძესთან, ქ სამტრედიაში ნოე კალანდაძესთან ფოსტა ტელეგრაფის კანტორაში, ქ. გორში „მანდილოსანთა“ საზოგადოების ბიუროში ერთობის ქ., ქ. თბილისში ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხთან კრასნოგორსკაია N31 ნინო ტყეშელაშვილთან არაგვიისკიი პერ. N6 ტერენტი გიორგის ძე სვანაძესთან და შალვა იასონის ძე მეგრელიშვილთან ამიერკავკასიის საფერშლო სკოლაში, მარიამ ჭრელაშვილთან, ეპარქიალური სასწავლებელი, დარია ახვლედიანთან გოლოვინის პროსპექტი, აფთეკა ახვლედიანისა. ფული უნდა გამოიგზავნოს რედაქციის მისამართით ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N12, რედაქტორი კატო მიქელაძე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქუთაისში დაარსდა გურიის თავდაცვის დამხმარე კომიტეტი, რომლის მიზანი იყო გურიიდან ჩამოსული ლტოლვილებისა და იქ დარჩენილების მატერიალური დახმარება. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს სახალხო სკოლების დირექტორი ნიკო მგელაძე, მდივნად – ლეო იმნაძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად – ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილს და მიხა პაპუნაშვილს სოფელ მუხრანში ჰყავდათ თანამოაზრეები: გიგო გალუსტაშვილი, ვახო ჩოგუაშვილი, მიხა ჩოგუაშვილი, ვანო ბარუთაშვილი, ფიდო ბაქრაძე, ვასო მაყაშვილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ნადია ჩილინდრიშვილის წილკანში მდებარე სახლში ბოლშევიკების შტაბი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ბოლშევიკებმა მიხა პაპუნაშვილსა და ვიქტორ ცინცაძეს ახალგორის თემში პარტიული სამუშაოების განახლება დაავალეს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის სენაკის მაზრის სახალხო მასწავლებელთა დელეგატთა კრებამ სახალხო მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად აირჩია. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 1-ლი დეკემბრის ნიკოლოზ ანჯაფარიძის ნამსახურეობითი სიის მიხედვით, ის ახალსენაკის სასკოლო კომისიაში სახალხო კავშირის წარმომადგენლად აირჩიეს. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გიორგი ჟორდანიას გადადგომის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გაუქმდა და დაწესდა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის პირველი სექტემბრიდან ოლგა იოსების ასული მიქელაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ყარსში.