ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40175

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ ქვეყნების შემსწავლელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დაკავშირება ვაჭრობა-მრეწველობის დარგში.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანე ზუბალაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1861

ტიპი: ორგანიზაცია

1861 წელს ილია ჭავჭავაძე ცდილობდა, დაეარსებინა ლიტერატურული საზოგადოება, რომლის მიზანი ხალხში ქართული წერა-კითხვისა და წიგნების გავრცელება იქნებოდა, მაგრამ ნებართვის მიღება გაუჭირდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ კრებაზე ილია ჭავჭავაძე 41 ხმით 5-ის წინააღმდეგ გამგეობის წევრად აირჩიეს.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ განიზრახა, რომ შეექმნა „ქართველ პროგრესისტთა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია“. ჭავჭავაძემ პარტიის შესაქმნელად პროგრამა შეადგინა, თუმცა იდეა ვერ განახორციელა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ივანე მაჩაბლის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გადადგომაზე.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888-1893 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წელს ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, ბესარიონ ღოღობერიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, იასე ჭავჭავაძე, დიმიტრი ბაქრაძე, გიორგი თუმანიშვილი, პერტე უმიკაშვილი და რაფიელ ერისთავი ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად შექმნილი ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოების წევრები იყვნენ.

1875

ტიპი: ორგანიზაცია

1875 წლის ოქტომბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თაოსნობით ძველი და ახალი რჩეული ტექსტების გამოსაცემად თბილისში ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.

1857

ტიპი: ორგანიზაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის კავკასიელ სტუდენტთა წრის ხელმძღვანელი გახდა და სხვა სტუდენტებთან ერთად ხელი მოაწერა დავით ჩუბინაშვილის მიერ ამ წრისთვის გადაცემული სალომე ბატონიშვილისეული 38 წიგნის მიღების დოკუმენტს.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაბრიელ ეპისკოპოსი და იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჟურული ბათუმის თვითმმართველობის გამგეობის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის გაზაფხულზე არჩილ ჯორჯაძე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის 9 აპრილს კიტა აბაშიძემ ივანე ჯავახიშვილს მისწერა, რომ თბილისში საქართველოს დემოკრატიული პარტია დაარსდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკში მოიწვია ყრილობა, რათა შეექმნათ სოციალ-ფედერალისტებზე უფრო ეროვნული იდეის მატარებელი პარტია. ყრილობაზე ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნის თაობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 85 ადამიანი დაესწრო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც მოგიანებით დაუკავშირდა რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას. ამ კავშირის გამო ილია ჭავჭავაძემ მას „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია“ უწოდა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მთავარ მოთხოვნად საქართველოს ავტონომიის მოპოვება განისაზღვრა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1818 წლის ივნისში ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის თანამდებობიდან გადადგომა უნდა მოჰყოლოდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მთავრობაში თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სოლომონ ჭოჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქუთაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ანა ლორთქიფანიძე, თომა მთავრიშვილი, მელანია გველესიანისა, მარ. ყაუხჩიშვილისა და სხვები.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ ანასტასია ბაქრაძე, ნინო ხელთუფლიშვილისა, კირილე ლორთქიფანიძე, მიტროფანე ლაღიძე და სხვები.