რეგისტრირებული ფაქტები46293
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას წარმოდგენების გამართვაში დროდადრო ეხმარებოდნენ სოსო გიორგის ძე ივანიძე, სანდრო მელქოს ძე ბაჯიაშვილი, მიშა ლელაშვილი, ხოზიაშვილი და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი გორში, ცხინვალში, ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, ჭიათურაში, საჩხერეში და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საგუბერნიო ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი გაგზავნეს თელავის მაზრაში, სადაც სხვადასხვა გადამდები სენი გაჩნდა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა ქართული ეროვნული სიმღერებისა და მელოდიების შესწავლა დაიწყო.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელა ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა თბილისში კერძო სამუსიკო სასწავლებელი გახსნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „მნათობის“ გამოწერა 1872 წლიდან შვიდი მანეთი ეღირებოდა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „მეოთხე კრება იმერეთის სამღვდელოებისა“.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „რკინის გზის გახსნა ყვირილაში“.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე ანტონ ფურცელაძემ მსმენელებს წაუკითხა ახალი ლექსები: „იანიჩარი“ და „საშინელი სიზმარი“.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“, შესვენებაზე კი წაიკითხეს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ და სხვა ლექსები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილს მაჩხაანსა და სიღნაღში დაგეგმილი ჰქონდა სალიტერატურო საღამოების, რომლებშიც მის გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ აკაკი წერეთელი, ბაბილინა კურდღელაშვილი და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განმეორებით განიხილა სარჩელი თბილისის ოლქის სასამართლოს წევრის, იუფეროვისა, რომელიც მამია გურიელს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩეველ ტიროვსა და გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანს შორის არსებული ფინანსური დავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 11 აპრილს ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მოყვარულ მსახიობთა დასმა ქართულ ენაზე წარმოადგინა მოლიერის პიესა „ძალათ ექიმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია ვახრამოვი, ნინა დერაზმორდუკისა და მარიამ ფურცელაძე.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 5 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისში „სასოფლო გაზეთის“ გამოწერის მსურველები გერასიმე კალანდარიშვილსა და სიმონ ღოღობერიძეს უნდა დაკავშირებოდნენ.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 26 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აკურთხა ბიჭვინთის ახლად აღდგენილი მონასტერი.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 28 ივნისს ვლადიკავკაზში გაიხსნა მიხეილ ლორის-მელიქოვის კერძო სახელოსნო სკოლა, სადაც მოწაფეები წერა-კითხვასთან ერთად მჭედლობას, ხუროობასა და ავეჯის შეკეთებასაც შეისწავლიდნენ.