რეგისტრირებული ფაქტები50429
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე როინაშვილის ხელშეწყობით გიორგი რატიევი საზღვარგარეთ მხატვრობის შესასწავლად წავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საგუბერნიო ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე სარევიზიოდ თბილისის მაზრის სოფლებში გაემგზავრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქართული თეატრის ახალ ხელმძღვანელად დავით ერისთავს მოიაზრებდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ გორში, ზაქარია დონდაროვის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ზუბალაშვილი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 27 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მ. ლაღიძეს ხილეული წყლის გასაყიდად ქალაქის ბაღში მდებარე ჯიხურები იჯარით ჰქონდა აღებული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ვარდენის ძე წერეთელმა და ყარამან ტარიელის ძე ჩხეიძემ საჩხერის ბიბლიოთეკას წიგნები, ინვენტარი და თანხა შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აპრილს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი ნაზარი ტრაგიკულად გარდაცვლილი მამა-შვილის, პარმენ ივანეს ძე და შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძეების სულის მოსახსენიებლად ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდა.
1838
ტიპი: ღონისძიება
1838 წელს საეკლესიო უწყებამ იაკობ ზუბალაშვილისგან 1825 წელს ერევნის მოედნის ჩრდილო ნაწილში სასტუმროსთვის აგებული შენობა იყიდა და იქ თბილისის სასულიერო სემინარია მოაწყო.
2000
ტიპი: ღონისძიება
2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში (1864-1874) ფარულად ავრცელებდა აკრძალულ ლიტერატურას, მათ შორის ჟურნალს „სოვრემენიკი“.
1887
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს სოციალ-დემოკრატმა მ. ჩოდრიშვილმა თავის ბინაში მოაწყო სემინარიის მოსწავლეთა შეკრება, სადაც არალეგალური სტამბის მოწყობა გადაწყდა. მათ მიერ დაარსებულმა სტამბამ 1887 წლამდე იარსება.
2000
ტიპი: ღონისძიება
2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იოსებ ლაღიაშვილის ტერორისტული აქტის შემდეგ გაძლიერდა რეპრესიები თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს ცნობილი სოციალ-დემოკრატი მიხა ცხაკაია სასწავლებლიდან გარიცხეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოსწავლეთა რევოლუციური წრე, რომელმაც 1893 წლის დეკემბერში მოაწყო სემინარელთა დიდი გაფიცვა, რაც მიმართული იყო სასწავლებელში გამეფებული იეზუიტური რეჟიმის წინააღმდეგ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივლისს, საღამოს 10 საათზე, კოჯრიდან თბილისისკენ ავტომობილით მიმავალ დეპუტატ აკაკი ჩხენკელს თავს დაესხა სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი. ჩხენკელის ერთ-ერთი თანამგზავრი, ნაფიცი ვექილი მაჭავარიანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ მას თავში ჩაარტყეს და თავი გაუჩეხეს. აკაკი ჩხენკელს წაართვეს ფული და ძვირფასი ნივთები. დაიწყო გამოძიება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასწრაფოდ საჭიროა შეირაღებული ძალების ფორმირება სოფელსა და ქალაქში ანარქიისა და უწესობის აღსაკვეთად.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიას დაბადების 60 წლის იუბილეზე, სადაც იგი ხოტბას ასხავდა ნოე ჯორდანიას მისი ქმედებებისათვის. მისი შეფასებით, ჟორდანია გამოჩნდა უნუგეშობის ჟამს, როცა ქართველი ხალხი განსაცდელში იმყოფებოდა და მანვე ქართველი ხალხი ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩააბა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 თებერვლის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, თბილისში დაბრუნდა აკაკი ჩხენკელი, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში იყო მივლინებით. მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა შერეული კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საერთო პლატფორმა პოლიტიკურ პარტიათა მოსარიგებლად და სამოქმედოდ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო მიხეილ მაჩაბელი, მდივანი – დავით ცერცვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 იანვარს სომეხ მწერალთა საზოგადოებაში სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შოთა რუსთაველისა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.