ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწირველებს: ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელს, ვალენტინა ანთაძისას, მარიამ აბაშიძისას, გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელს, ბეჟან თემურის ძე ამაშუკელს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განცხადება სამთო ინჟინრის თანამდებობის დასაკავებლად. ის პეტერბურგის სამთო ინჟინერიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჭიათურასა და ბაქოში, რამდენიმე წელი კი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, წინარეხის სკოლის მასწავლებლის ივანე გიუნაშვილის თვიური ანაზღაურება 9 მანეთი და 17 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს 28 დეკემბერს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან 37 წლის ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, იყო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით ვალერიან გუნიამ, პეტრე ყიფიანმა და თედო სახოკიამ საგურამოში მიაკითხეს თხოვნით, ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დაიბადა 1903 წლის 20 ოქტომბერს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეკატერინე პოლიექტოსის ასული გაგოშიძე 1903 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. 20 დეკემბერს მოინათლა. ნათლისღება მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ მედავითნე სოფრომ გაგოშიძესთან ერთად შეასრულა. ნათლია თეიმურაზ გოგოლაშვილის მეუღლე – ელპიტი გვაჯასპირის ასული იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი სამი თვით ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ და დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლიდან ალექსანდრე წერეთელი გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი 44 წლის იყო.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი იოსებ ივანეს ძე ოცხელი 39 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი თომა აბრამის ძე მთავრიშვილი 44 წლის იყო. ჰყავდა ორი შვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე იყო 45 წლის და ჰყავდა ერთი შვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი, მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 47 წლის იყო. ჰყავდა ცხრა შვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი სილოვან თომას ძე ხუნდაძე 44 წლის იყო. ჰყავდა ექვსი შვილი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ე. ა. ყაზახიშვილი იყო 25 წლის, დასაოჯახებელი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე 37 წლის იყო.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი 25 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის პედაგოგი თედო რაზიკაშვილი 35 წლის იყო. ჰყავდა ოთხი შვილი.