ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46017

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N77 ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძეს პედაგოგად ნამსახურობის წლები (1892 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის ბრძანების თანახმად ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგს ანდრია ანტონის ძე შუბლაძეს პედაგოგად ნამსახურები წლები (1896 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე) ჩაეთვალა პენსიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 30 ივნისის N77 ბრძანების თანახმად, ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიასთან არს. უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაკაძეს ჩაეთვალოს პედაგოგად ნამსახური წლები 1896 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ივლისის N81 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მასწავლებელ ბენედიკტე მამფორიას ჩაეთვალოს პედაგოგად ნამსახური წლები 1891 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1919 წლის 1-ლ სექტემბრამდე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისის განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის N 82 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის მასწავლებელ დომენტი ოყროშიძეს, ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად უნდა ჩათვლოდა პედაგოგად ნამსახური წლები.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის 1920 წლის 6 ივლისის ბრძანების (N81) თანახმად, ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლის წოდება და თანამდებობაზე დამტკიცდა 1920 წლის 1-ელი ივლისიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 26 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ნაძალადევის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ჭეიშვილი 1920 წლის 1-ელი სექტემბრიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული პავლე თედორეს ძე არაჩემია 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული არჩილ ელიზბარის ძე მიქაბერიძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული კიმოთე გიორგის ძე კაპანაძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული კორნელი პორფირეს ძე ჯუღელი 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ანტონ ივანეს ძე ოდიშარია 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული აქვსენტი ბეგლარის ძე ლორთქიფანიძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ფილიპეს ძე კიფარენკო 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ პორფირეს ასული ლოლაძე 1904 წელს დაარსებული ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კირილე ოქროპირის ძე ძოძუაშვილი ქუთაისის მეორე უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის (დაარსდა 1916 წელს) გალობის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე 1904 წელს დაარსებულ ქუთაისის მეორე უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული რებეკა ისაიას ასული გამსახურდია 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გერვასი ელევთერის ძე ბარათაშვილი 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული იულია ივანეს ასული მებუკე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილი 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მინადორა იოაკიმეს ასული წერეთელი, წმინდა ნინოს სასწავლებლის კირსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ნატალია ივანეს ასული კაკაბაძე 1913 წელს დაარსებული ჭიათურის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. ტ. ზოდელავა, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, 1913 წელს დაარსებული სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.