ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 6 მარტამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ, რომ ესესხებინათ მისთვის 50 მანეთი, რომელსაც თვიურად 10 მანეთის ოდენობით აინაზღაურებდნენ. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკაზმავმა არონ დავითის ძე ღალაიმ, რომ გადასცენ მის ფირმას წიგნები დასაკაზმად. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ საზოგადოებისა და იაკობ გოგებაშვილის გამოცემებს კაზმავს ვასილ ყიფიანი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, სწორედ ამიტომ გამგეობამ ა. ღალაის თხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომავლისთვის გაითვალისწინებდნენ მის წინადადებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კირილე არველაძისთვის დახმარების თაობაზე იოსებ მონადირაშვილმა. გამგეობამ უსახსრობის გამო ი. მონადირაშვილის თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მამრაძემ წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გარშემო შემოსავლები მოაჯირის ესკიზი, რომლის საფასური იყო 730 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბორჯომის განყოფილების გამგეობამ წარმოადგინა ახსნა-განმარტება ვლადიმერ ყიფიანის განცხადების შესახებ, ასევე წლიურ ანგარიშთან ერთად შეადგინა საზოგადო კრების ოქმი და მოითხოვა მისი დამტკიცება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, რომ მისთვის გაეზარდათ კრედიტი 2000 მანეთამდე. მის თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 1908 წელს მას გამგეობამ გაუსხნა 600 მანეთის კრედიტი. 1908 წელს გამოიწერა – 970 მანეთის წიგნები, 1909 წ. – 854 მანეთის, 1910 წ. – 694 მანეთის, 1911 წ. – 786 მანეთის, ასევე ვალს ყოველთვის იხდიდა თავის დროზე და წიგნებს იწერდა ფასდაკლებითაც. მაგალითად, 1911 წლის განმავლობაში ფასდაკლებით გამოიწერა 3316 მანეთის წიგნები. გამგეობამ თ. მთავრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ სავალო ხელწერილზე ხელს მოაწერდნენ იოსებ და სიმონ ივანეს ძე ოცხელები და თომა მთავრიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 მარტს ინჟინერი პეტრე მამრაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოაჯირის მასალისა და მუშებისათვის საჭირო 200 მანეთს სთხოვს ქ შ წ კ გ საზოგადოების გამგეობას. განცხადების მინაწერის თანახმად, ინჟინერმა მიიღო ეს თანხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის წიგნების კარადების გადასაკეთებლად და სხვა საჭირო ხარჯისთვის 238 მანეთი სამუზეუმო თანხიდან მიეცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს სამუზეუმო სექციის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში გადასატანად საჭირო იყო წიგნების კარადების გადაკეთება, დურგალი კი ამ ყველაფრისთვის ჩვიდმეტ თუმანს თხოულობდა. ასევე დერეფნის კედელი უნდა დაეხშოთ და აგურის კედელი გაეკეთებინათ. აღნიშნული საქმისთვის სულ 238 მანეთი იყო საჭირო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 13 მარტამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ გაჭირვების გამო დახმარებოდნენ საზოგადოების სტიპენდიატ დავით ჩხეიძეს 15 მანეთით. გამგეობამ უსახსრობის გამო ვერ დააკმაყოფილა ლ. ბოცვაძის თხოვნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გამგეობას სალიტერატურო ფონდიდან 1912 წლისათვის გაცემული ჰქონდა სულ 30 მანეთი, რომელიც 5 იანვრის დადგენილებით გაუგზავნეს იროდიონ ევდოშვილს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ მალე გადაეწყვიტათ სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაადგინა, რომ სკოლის გახსნის ნებართვა უნდა გამოეთხოვათ მთავრობისგან, ხოლო სკოლის მზრუნველობა მიანდეს სიღნაღის განყოფილებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა კავკავის განყოფილების გამგეობამ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უნდა განეხილათ 19 მარტს საერთო კრებაზე. მოხსენების განხილვა გამგეობამ 17 მარტისთვის გადადო. კრების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სერგო დავითის ძე ჯაფარიძის განცხადება, რომ დროის უქონლობის გამო ვერ დაესწრება გამგეობის სხდომებს, ამიტომ ითხოვს ამოირიცხოს გამგეობის წევრობიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის თხოვნას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა სამუზეუმო სექციის წევრმა დავით კარიჭაშვილმა მუზეუმისთვის მოსალოდნელი ხარჯის შესახებ. გამგეობამ მოხსენების საფუძველზე მას ხარჯთაღრიცხვის 39-ე მუხლის გათვალისწინებით გადასცა 238 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვლადიმერ ყიფიანმა გააკეთა მოხსენება მოძრავი ბიბლიოთეკების დაარსების თაობაზე. მისი განცხადებით, მოსახლეობის უმეტესობა ვერ სარგებლობს არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოებით, ამიტომ საჭიროა მოეწყოს მოძრავი წიგნსაცავები, რომლებიც უნდა შეიცავდეს 10 წიგნსა და ჟურნალ-გაზეთებს, რაოდენობა კი დამოკიდებული იქნება მკითხველთა რაოდენობაზე. ასევე ვ. ყიფიანი სთხოვს გამგეობას, რომ ყველა მისაწვდომ ადგილას იქონიონ წიგნები და სასწავლო ნივთები გასაყიდად, რაც ხელს შეუწყობს წერა-კითხვის გავრცელებას. მოხსენება გამგეობამ გადასცა სასკოლო სექციას და სთხოვა მოხსენება გაეკეთებინათ საზოგადო კრებაზე, 19 მარტს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო, საადგილ-მამულო კომისიის ინსტრუქტორმა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ წიგნებით დახმარებოდნენ სიღნაღის მაზრაში სოფელ ყანდაურის სკოლას. გამგეობამ ამ თხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როცა მაღაზიის რევიზია გააკეთებდა მოხსენებას, საკითხსაც მაშინ განიხილავდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, მუზეუმის შენების დაწყებამდე ნაყიდი ადგილი გაექირავებინათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე დაადგინეს, რომ საქალაქო გამგეობაში შეეტანათ თხოვნა, რათა მუზეუმის შენობის ასაშენებელი ადგილი საქალაქო გადასახადისგან გაეთავისუფლებინათ. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1910 წელს მისი შუამდგომლობით მაშინდელმა გუბერნატორმა ნება დართო ერთი წლის განმავლობაში ქართული მუზეუმის ასაშენებლად თბილისის გუბერნიაში თანხა შეეგროვებინა, მაგრამ საზოგადოებამ ამ ნებართვით მაშინ ვერ ისარგებლა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.